იტალიური "ნაპოლის" ყველაზე სექსუალურმა ქომაგმა, მოდელმა მარიკა ფრუშომ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გამოეხატა თავისი სიყვარული კლუბის მიმართ და ხელზე ცნობილი ნეაპოლური დევიზი დაიწერა ტატუს სახით: "ერთი ქალაქი. ერთი ფერი და ერთი რწმენა. ნაპოლი".
საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც ტატუს ფოტოსურათი იტალიურ ტაბლოიდებში გავრცელდა, იტალიელებმა ტექსტში რამდენიმე გრამატიკული შეცდომა აღმოაჩინეს.
იტალიურ ენაზე დაწერილ ფრაზაში ზედმეტი აპოსტროფი და რამდენიმე უადგილო ზმნა აღმოჩნდა.