გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი დასდევდა, ამის შესახებ გერმანული "ბილდი" იუწყება.
გაზეთის ვერსიით, უცნობმა მამაკაცმა, პირადი დაცვის გვერდის ავლით, ორჯერ მოახერხა შეღწევა კანცლერის ქალაქგარეთა რეზიდენციის ტერიტორიაზე ბრანდენბურგში.
პირველ ჯერზე მამაკაცმა, რომლის ვინაობა არ ხმაურდება, სახლის კარზე დარეკა, მაშინ როდესაც ანგელა შინ მარტო იყო. მეორედ კი, სახლში მხოლოდ მერკელის მეუღლე იმყოფებოდა.
პოლიციის ცნობით, მამაკაცი დაკავებულია, ის 45 წლისაა და პერიოდულად, მკურნალობის კურსს გადის გერმანიის სხვადასხვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
"ბილდის" ცნობით, თუ როგორ მოახერხა შეშლილმა მამაკაცმა დაცულ ტერიტორიაზე შეღწევა და კარზე ზარის დარეკვა, დღემდე უცნობია პოლიციისთვის.