ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის ვერდიქტს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელობა რამდენიმე დღეში გამოიტანს.
საგანმანათლებლო -სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით: "ცენტრის დირექციის ბრძანებით, ნიგვზიანის ბაგა–ბაღის ხელმძღვანელსა და მის ორ თანამშრომელს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, სამუშაო საათების პერიოდში სამსახურის თვითნებურად მიტოვებისათვის. ამ ეტაპზე სამივე მათგანი პირობით იქნა დატოვებული სამსახურში. ბაგა–ბაღის ხელმძღვანელის საკითხს უახლოეს ხანში განიხილავს ცენტრის ადმინისტრაციული საბჭო".