ნოშრევან კობიძე, ჩოხატაური:
_ "ქართული ოცნება".
დარიკო ოსეფაიშვილი,
_ "ნაციონალური მოძრაობა" იმსახურებს ჩემს სიმპათიას, რადგან ქურდები და წუწკები არავინ იყო. დანარჩენს, არც ერთს ხეირი არ დაუყრია ჩვენთვის.
შუქრი ტუნაძე, ჩოხატაური:
_ ამჯერად "ქართული ოცნება". ისე, შევხედავ აგვისტომდე, დაპირებებს როგორ შეასრულებენ.
ლილი ბერძენიშვილი, ჩოხატაური:
_ "ქართული ოცნება". ამ პარტიის მუშაობით კმაყოფილი ვარ.
ნანა მაისურაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი. არც ერთის პროგრამა არ მომწონს, არც ერთი არაა ხალხისთვის.
თამარ ჯიბლაძე, ოზურგეთი:
_ ყოველ შემთხვევაში, ახალი _ არა!
მადონა ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ ვერაფერს გეტყვით, პოლიტიკით არ ვინტერესდები.
თამაზ ურუშაძე, ლანჩხუთი:
_ კოალიცია "ქართული ოცნებიდან" "რესპუბლიკური პარტია" მომწონს.
თემურ ებრალიძე, ლანჩხუთი:
_ არც ერთი პარტია არ იმსახურებს ჩემს სიმპათიას.
დარეჯან გამრეკელაშვილი, ოზურგეთი:
_ არც ერთი.
რაისა ჟორჟოლიანი, ოზურგეთი:
_ ახლანდელი რომ აღარაფერი არაა, კი ხედავთ თქვენი თვალით. ასე მგონია, რომ ძველი ჯობია.
ნინო ფირცხალაშვილი, ოზურგეთი:
_ არც ერთი. არ ვერევი პოლიტიკაში და არც მაინტერესებს.
დავით კიღურაძე, ოზურგეთი:
_ მე ალასანიას პარტიას ვცემ პატივს.