ბარსელონაში, მობილურების მსოფლიო კონგრესზე სმარტფონების ერთჯერადი სატარებელი დამტენის პრეზენტაცია შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, უესტერჰოლმის განცხადებით, ჩვეულებრივი დამტენისგან განსხვავებით, ახალი დამტენი მარილითა და წყლით იმუხტება.
"თხელ ბარათს როდესაც დამტენში მოათავსებთ, ის წყალბადისგან საწვავს წარმოქმნის, რის შედეგადაც სმარტფონი იტენება,"_განაცხადა უესტერჰოლმმა.