https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სკანდალური საქმის პროკურორი საკადრო გადაადგილებაში მოყვა

19:02; 22.02.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა.

საკადრო გადაადგილებების შედეგად ძირითადად ცვლილებები საოლქო და რაიონული პროკურატურების ხელმძღვანელებს შეეხო.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ლევან პაქსაშვილი, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად ლევან გეგეჭკორი,  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი,  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ილია ჯალაღანია დაინიშნა.

დაწინაურებული პროკურორებიდან რამდენიმე გახმაურებული საქმის ყოფილი პროკურორია. მათ წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით როგორც საზოგადოებას, ასევე პოლიტიკოსებს  კითხვის ნიშნები დღემდე აქვთ.

უკვე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის ავთანდილ კოჭლამაზაშვილის მოღვაწეობისა და მის მიერ განხილული საქმეების შესახებ "გურია ნიუსის" არქივში საკმაოდ საინტერესო მასალები ინახება.

კერძოდ, კოჭლამაზაშვილის სახელი უკავშირდება სკანდალურ საქმეს, რომლის გარშემოც საზოგადოების ინტერესი 2010 წლის შემდეგ არ შეწყვეტილა.

საქმე, 2010 წლის ივნისში, დასავლეთ საქართველოში, სოფელ ტყაჩირში, სათბურში აღმოჩენილ 1 700 000 ევროს ეხება. ამ, ე.წ. ნარკოტრეფიკის საქმის ზედამხედველი პროკურორი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სწორედ ავთანდილ კოჭლამაზაშვილი გახლდათ.

ნარკოტრეფიკის საქმეში ბრალდებული მთავარი მოქმედი პირის, ნუგზარ ბოჭორიშვილის ყოფილი ადვოკატი, ამჟამად, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სწორედ კოჭლამაზაშვილს ადანაშაულებდა ნივთმტკიცებების გაყალბებაში.

2015 წლის დეკემბერში, გაზეთ "პრაიმ ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში მანანა კობახიძე არ გამორიცხავდა, "შეწყალების საქმის" სკანდალის უკან კონკრეტული თანამდებობის პირები ყოფილიყვნენ. კერძოდ, კობახიძე პროკურორ კოჭლამაზაშვილის გვარს ასახელებდა და ამბობდა, რომ კოჭლამაზაშვილი ე.წ. კოკაინის საქმის რეალური გამოძიებით არ არის დაინტერესებული.

"ამ საქმის გამოძიებით არ არიან დაინტერესებულნი კონკრეტული პირები. ზუსტად ვიცი, რომ ე.წ. კოკაინის საქმის პროკურორი დღესაც მუშაობს პროკურატურაში. ეს გახლავთ ავთანდილ კოჭლამაზაშვილი. შესაძლოა, ის დღეს თავის მოვალეობებს მშვენივრად ასრულებს, მაგრამ მაქვს ეჭვი, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ინტერესი არ გააჩნია, ისევე როგორც ქვედა დონეზე მომუშავე რამდენიმე გამომძიებელს, რომელიც იმ პერიოდში კუდ–ში მუშაობდა. მათ ინტერესში არ არის, გამოძიება ობიექტურად წარიმართოს, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, მათი სახელები ზედაპირზე ამოვიდეს. ძალიან სერიოზული კითხვებია ამ საქმის ირგვლივ და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

ამ საქმიდან ამოღებულია საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით, 1 მილიონ 700 ათასი ევრო, საიდანაც დაახლოებით ნახევარ მილიონ ევრომდე მიითვისეს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა. სახელმწიფო ბიუჯეტში ამ თანხის მხოლოდ ნაწილი იქნა შეტანილი, ისიც მას შემდეგ, რაც არჩევნებში დამარცხდნენ და პირველივე დღეებში გადარიცხეს ხაზინაში დარჩენილი თანხა. სად წავიდა და ვინ გაფლანგა ნახევარი მილიონი ევრო, ეს სწორედ პროკურატურამ უნდა გაარკვიოს და სწორედ ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმის ირგვლივ ხელოვნურად აგორებული სკანდალი კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურება და შესაძლოა, პროკურატურაში ჩემ მიერ გადაგზავნილი განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვებაც სწორედ ამას უკავშირდებოდეს. აშკარაა, რომ ამ საქმის ობიექტური გამოძიება ვიღაცას უხერხულობას უქმნიდა და შიგნიდანვე შეთხზა ბინძური, შეგნებულად დამახინჯებული ინფორმაცია, შემდეგ მიიტანა ელისაშვილამდე, რომელთანაც შეწყალების კომისიაში მე განცხადებები უკვე გადაგზავნილი მქონდა, რაც თითქოს უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენდა ჩემი დისკრედიტაციის მიზნით წინასწარ დაგეგმილ კამპანიას", – აცხადებდა მანანა კობახიძე.

მანამდე კი, 2014 წელს, "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში , იგივეს ამბობდა, ე.წ. ნარკოკარტელის საქმეში ბრალდებული ნუგზარ ბოჭორიშვილიც.

"ტყაჩირიდან მილიონ შვიდასი ათასი ევრო იყო წაღებული, აქედან  კი ბიუჯეტში, როგორც ვიცი, მილიონ ასი ათასი შეიტანეს  2012 წლის არჩევნების შემდეგ. დანარჩენი  600 ათასი სად არის არ ვიცი. პროკურატურა ამ ფაქტსაც ასაიდუმლოებს და იმ მიმოწერასაც, რაც საქართველოს ინტერპოლს პანამის და ეკვადორის ინტერპოლთან აქვს. იქედანაც მოგვივიდა პასუხი, რომ მიმოწერა გასაიდუმლოებულია. საქმე კი ადგილიდან არ იძვრის. გვეუბნებიან, რომ სახსრები არ გვყოფნის საქმე გამოვიძიოთ, დაგველოდეთო.

დანამდვილებით ვიცი, რომ საქმის გამოძიებას პროკურატურიდან ხელს უშლიან. მაგალითად, ავთანდილ  კოჭლამაზაშვილი, რომელიც ჩვენი საქმის პროკურორი იყო, თანამდებობიდან კი არ გაათავისუფლეს, კიდევ უფრო მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. ასეთი კადრების ყოლას, სულ რომ არ ჰყავდეთ ის ჯობია. მათი გამოძიებული რა უნდა იყოს", _ აღნიშნავდა ბოჭორიშვილი.

თუმცა, ნუგზარ ბოჭორიშვილის ადვოკატი ლალი აფციაური ახლა "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ავთანდილ კოჭლამაზაშვილი მხოლოდ პროკურატურის მაღალჩინოსნების დაკვეთის შემსრულებელი იყო.

"კოჭლამაზაშვილი იყო რიგითი პროკურორი, არანაირი გადაწყვეტილების მიმღები  არ ყოფილა. მას არავინ არაფერს ეკითხებოდა. პირადულ  საუბრებში ყოველთვის მხრებს – იჩეჩავდა მე რა ვქნაო?! პროცესიდან გამომდინარე, კოჭლამაზაშვილის მიმართ ცუდი განწყობა არ დამრჩენია. მუდმივად ვგრძნობდი რომ თავს იქეთ ძალა არ ჰქონდა. დავალების შემსრულებელი იყო. მან თავისი თვალით ნახა ყველაფერი პროცესებზე, მაგრამ როგორც კი ხმას ამოიღებდა, დარწმუნებული ვარ, ბოჭორიშვილის გააცილებდნენ. შეიძლება სამუდამოც კი მიესაჯათ მაგისთვის, ხმის ამოღების შემთხვევაში.

ვერ გეტყვით, რას უნდა ნიშნავდეს მისი დაწინაურება. თუ არ ვცდები, ბოლოს ქვემო ქართლის  პროკურორი იყო. იგივე პოზიციაზე გადაიყვანეს დასავლეთ საქართველოში. ეს  დაწინაურებაა? მგონი, ცხრა მთას იქეთ გადააგდეს", _აღნიშნავს აფციაური.

მისივე ინფორმაციით, ე.წ. ნარკოკარტელის საქმეზე ორი გამოძიება მიმდინარეობს. ერთი ბრალდებული პირების მიმართვების საფუძველზე და მეორე ე.წ. შეწყალების საქმეზე.

"დაახლებით, 6-7 თვის უკან შეიტანა ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ საქმე პროკურატურაში. ცნობილი ფირი, სადაც ზაუტაშვილია აღბეჭდილი, მისი თქმით გაყალბებულია. ბოჭორიშვილი, ზაუტაშვილი და დანარჩენი პირები მუდმივ რეჟიმში ჩივიან. ეს ადამიანები მტკიცებულებების გარეშე არიან პატიმრობაში. ბუნებაში არ არსებობს მათ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება. უსაშინლესი საქმეა, გაყალბებული. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ისე გამოვიდა; ალეკო ელისაშვილის განცხადების მერე მაინც წაიკითხონ ეს საქმე და მიხვდებიან რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან. რაც შეეხება თვითონ შეწყალების საქმის სკანდალს, მე ვიცი ბოჭორიშვილის და სხვა პირების ფინანსური მდგომარეობა. წარმოუდგენელია ფული გადაეხადათ", _ ამბობს აფციაური.

გარდა "ნარკოტრეფიკის" საქმისა, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი იყო ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც მონაწილეობდა 2012 წელს, გენერალ თამაზ თამაზაშვილისთვის, ციხის კადრებთან დაკავშირებით წაყენებული ბრალის საქმეში;

ასევე, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი მონაწილეობდა კომპანია "გლობალ ტვ"-ის დაყადაღების საქმეში და  "გლობალ ტვ"-ის უცხოელი მეწილის ალექსანდრე რონჟესის დაკითხვებში.

"გურია ნიუსი" ეცადა დაკავშირებოდა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს და გაერკვია, რა დამსახურების მიხედვით გადაიყვანეს კოჭლამაზაშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად, თუმცა, პროკურატურაში ჩვენს სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებებისთვის ამ დრომდე არ უპასუხიათ.

კოჭლამაზაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე ჯერჯერობით არ იძებნება. თუმცა, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2014 წლიდან ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი იყო.

მანამდე კი, მთავარი პროკურატურის უმსხვილეს დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას უწევდა  ზედამხედველობას. 

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ვირტუალური რეალობა შეიძლება ყველაზე დიდი სოციალური პლატფორმა გახდეს

ISIS-ის მორიგი ვიდეო სირიაში წასული ქართველების მონაწილეობით

ყველა სიახლე

საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19.09.2026
პოლიტიკა

ვინ ლიდერობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში

17:21; 19.09.2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19.09.2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს

15:23; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით

14:45; 19.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

14:07; 19.09.2026
პოლიტიკა

კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს

13:01; 19.09.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე

12:21; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

11:26; 19.09.2026
სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19.09.2026
სამართალი

შსს: თბილისში ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთვის ერთი პირია დაკავებული

10:26; 19.09.2026
საზოგადოება

ქობულეთში კვების ობიექტში ხანძარი გაჩნდა

10:14; 19.09.2026
საზოგადოება

“რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა

9:34; 19.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო