ბრიტანელმა ფერმწერმა ტრეისი ემინმა ნეონისგან შექმნილ ინსტალაციაზე მუშაობა დაასრულა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის რეზიდენციაში.
პრემიერის სახლს ამიერიდან ნეონის წარწერა – "მეტი ვნება" დაამშვენებს.
ნეონის ინსტალაცია რეზიდენციის პირველ სართულზე, ტერაკოტის ოთახთან გაკეთდა, სადაც პრემიერი მაღალი რანგის სტუმრებს იღებს.
ტრეისი ემინის ნამუშევარი ამიერიდან დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელოვნების ნიმუშთა კოლექციის საკუთრება გახდა.
52 წლის ემინი "ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვრების" თაობის წარმომადგენელია და, ცნობილია, რომ კემერონი მისი შემოქმედების მოტრფიალეა.