საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს და განახორციელებს.
პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბახმაროს მსგავსი კურორტების პოტენციალის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
"ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კურორტების პოტენციალი იქნას ბოლომდე ათვისებული, ვინაიდან ტურიზმი გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სტარტეგიული დარგი", _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.