ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა „ტელეგრამზე“ კიდევ ერთი მუქარის შემცველი ვიდეო გამოაქვეყნეს. ტერორისტების სამიზნე ამჯერად „ფეისბუქის“ და „ტვიტერის“ დამფუძნებლები მარკ ცუკერბერგი და ჯეკ დორსი არიან. „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში მათი პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა და ექაუნთების მასობრივმა წაშლამ გააღიზიანა.
ვიდეოს ავტორები ირწმუნებიან, რომ სოციალურ ქსელებში ე.წ. „ხალიფატის არმიის შვილებს“ „ფეისბუქის“ 10 ათასი ექაუნთის და „ტვიტერის“ 5 ათასი მიკრობლოგის გამოცვლა მოუხდათ.
ვიდეოს ავტოები იმუქრებიან, რომ „მათი საიტების გაუქმების შემდეგ ცუკერბერგის და დორსის სახელებსაც წაშლიან“.
მანამდე „ტვიტერში“ განაცხადეს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდისა და მხარდაჭერისათვის 125 ათასი ექაუნთი გააუქმეს.
ვიდეოში ირწმუნებიან, რომ სოციალური ქსელების ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლის მეთოდები არაეფექტურია და „ერთი მიკრობლოგის წაშლის ადგილზე კიდევ ათი ჩნდება“.































































