გავრცელებულ ინფორმაციას სოფელ ლიხაურში, აჭისწყლის ხეობაში ბაზალტის მომპოვებელი კარიერის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ეხმაურება.
"ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოვიდა წერილი აჭისწყლის ხეობაში ინერტული მასალების მოპოვებისთვის საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესახებ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მსგავსი წერილი ჩვენ სოფელ ნაგომარში კარიერის ამოქმედების შესახებაც მივიღეთ, თუმცა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება მკაფიოდ გამოვხატეთ. ამ შემთხვევაშიც, მუნიციპალიტეტი აბსოლუტურად იზიარებს ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებას და მზად არის მათი ინტერესების დასაცავად. ლიხაური, აჭისწყლის ხეობა, დევის ქვით, კულტურული და ტურისტული კერებით არ უნდა დადგეს განადგურებისა და დაზიანების საფრთხის წინაშე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ხელს ვუშლით ბიზნესის შემოსვლას და მის განვითარებას მუნიციპალიტეტში. არსებობს ალტერნატიული კერები, სადაც ინერტული მასალების მოპოვება იქნება შესაძლებელი," – თქვა ჩვენთან საუბრის დროს მერაბ ჭანუყვაძემ.
ამავე თემაზე: "აჭის ულამაზეს ხეობას საფრთხე ემუქრება!"
































































