კრიმინალისტები მუშაობენ ამ წუთებში ბათუმში, ტელეკომპანია ტვ-25-ის ოფისში, რომელიც თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. შენობიდან ევაკუირებული არიან თანამშრომლები. სამართალდამცავები შენობაში ბომბს ეძებენ. რის საფუძველიც გახდა 112- ში შესული სატელეფონო შეტყობინება.
მომხდარის გამო, ეთერში ვერ გავა საინფორმაციო გამოშვება, რომელიც 17 საათზე უნდა გასულიყო. მომხდართან დაკავშირებით ჯერეჯრობით სხვა დეტალები უცნობია.





























































