ფიფამ ციურიხში მიმდინარე რიგგარეშე ყრილობაზე რეფორმების პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღმასრულებელი კომიტეტის არსებულ საბჭოში თითოეულ კონფედერაციას ქალი წარმომადგენელი ეყოლება.
გარდა ამისა, საფეხბურთო სამყაროს მმართველმა ორგანომ კორუფციასთან ბრძოლის მიზნით გადაწყვიტა ხელფასების რაოდენობა გაასაჯაროოს, ხოლო ფიფას პრეზიდენტის საპრეზიდენტო ვადა ოთხი წლის ვადით განსაზღვრა.
რეფორმის თანახმად, ფიფა ახალ პრეზიდენტს ყოველ ოთხ წელში ერთხელ აირჩევს, ხოლო არჩეულ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნის გახანგრძლივება სამჯერ შეეძლება, ანუ ხელახლა არჩევის შემთხვევაში ფიფას პრეზიდენტად ყოფნა 12 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.