საბერძნეთი ათენის კუნძულებიდან ქვეყანაში მიგრანტების შესვლას აფერხებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საბერძნეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის ზეწოლის შესუსტების მიზნით, საბორნე ოპერატორებს სთხოვა მიგრანტებს ნაკლებად მოემსახურონ.
მაუწყებლის ინფორმაციით, საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნების მიერ საზღვრების კონტროლის გამკაცრების გამო, საბერძნეთიდან მგზავრების გადაადგილება გართულდა.
გავრცელებული ცნობით, ხუთშაბათს საბერძნეთი-მაკედონიის საზღვარზე 2 800 ადამიანი შეგროვდა, თუმცა საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ ასს მისცეს.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას მაკედონიამ საბერძნეთიდან ავღანელებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რის გამოც საბერძნეთი იძულებული გახდა ასობით ავღანელი ათენში დაებრუნებინა.