რუსეთში, მიმდინარე სეზონზე, გრიპის ეპიდემიის შედეგად, 503 ადამიანი დაიღუპა.
აღნიშნულ ინფორმაციას THE MOSCOW TIMES რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 თებერვალს ვირუსის შემთხვევა მხოლოდ რვა რეგიონში დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ეპიდემიის დასრულების ნიშანია.