საბერძნეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ელჩის გაწვევის მიზეზი ევროკავშირში მიგრანტების კრიზისით გამოწვეული განხეთქილებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთმა ავსტრიიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ავსტრიამ და ბალკანეთის ქვეყნებმა მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს, სადაც საბერძნეთი არ მიუწვევიათ.
როგორც ცნობილია, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მომდევნო თვეში გასამართ საიმიგრაციო სამიტზე ევროკავშირის ყველა გადაწყვეტილებას დაბლოკავს, თუ წევრი სახელმწიფოები პასუხისმგებლობას თანაბრად არ გაიყოფენ.