საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე თურქი ჟურნალისტები ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა 25 მარტს მათი სასამართლო პროცესი მაინც შედგება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ვერ დუნდარი და ერდემ გული სამართალდამცავებმა ნოემბერში გამოქვეყნებული სტატიის გამო დააპატიმრეს, სადაც ნათქვამია, რომ თურქეთის ხელისუფლება სირიაში ისლამისტებს იარაღს აწვდიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტებს სახელმწიფო საიდუმლოებების ჯაშუშობის მიზნით გამოვლენასა და თურქეთის ხელისუფლების დამხობის მცდელობის მიზნით ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ ჟურნალისტების ინდივიდუალური შუამდგომლობები განიხილა, რის საფუძველზეც გადაწყვიტა, რომ მათი პატიმრობით პრესის თავისუფლება დაირღვა.