ვიცე -პრემიერის კახი კალაძის ოზურგეთში ვიზიტის დროს , დღევანდელ ხელისუფლებაზე განაწყენებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრები ლილი ინწკირველი, ხალხით სავსე დარბაზში შესვლას შეეცდა, თუმცა, ამის საშუალება ქალბატონს ვაკიჯვრის დეპუტატმა ვახო ნიჟარაძემ არ მისცა.
როგორც ლილი ინწკირველი “გურია ნიუსთან“ ამბობს, მან სოფელ კაპროვანში მიწის ნაკვეთი დაკარგა და ამაში ბრალს ივანიშვილს სდებს.
“გურია ნიუსი” ამ თემაზე დეტალურ მასალას მალე შემოგთავაზებთ.