"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, თემურ სალუქვაძე მისი თანაგუნდელის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ეს საქმე დროულად უნდა გახსნან.
"შემაძრწუნებელია ის ყველაფერი, რაც მოხდა. კიდევ ერთხელ საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახა, როგორ დაუცველ გარემოში გვიწევს ცხოვრება. ამიტომ ხელისუფლება, ოპოზიცია და საზოგადოება მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. სრულიად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის უზნეო შეფასებები. ფაქტს ვერავინ გაექცევა. ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები", ჩვეული პრინციპულობითა და შეუვალობით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში შევუქმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები. წინ კიდევ მრავალი გამოწვევა გველოდება." – თქვა თემურ სალუქვაძემ.