მიგრანტებმა საბერძნეთიდან მაკედონიაში შეჭრა სცადეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიგრანტების დაშლა მაკედონიელმა სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით სცადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობია რამდენმა მიგრანტმა მოახერხა, დაპირისპირების მიუხედავად, საზღვრის გადაკვეთა.
როგორც ცნობილია, ევროპაში შეღწევას უმეტესად სირიელი და ერაყელი ლტოლვილები ცდილობენ.
სამართალდამცავებსა და მიგრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოს ნახვა მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ.



































































