https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ4/

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მარტივი გამოცანა მკითხველისთვის: გამოიცანით, ჩვენი კითხვები უფრო სულელურია თუ გუბერნატორის პასუხები?!

22:12; 26.12.2010
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

შეხვედრას მისი მოადგილეები, სამივე მუნიციპალიტეტის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ესწრებოდნენ. გუბერნატორის 46-წუთიანი გამოსვლა თავისუფლად შეიძლება დავასათაუროთ ერთი ფრაზით: “მე ისეთი კარგი ვარ!” _ მან მხოლოდ იმ საქმეების შესახებ ისაუბრა, რომელიც, თურმე, რეგიონში წარმატებით გახორციელდა და 2011 წელსაც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება.
46 წუთის მანძილზე ჩამოთვლილი “ხალხისთვის სასიკეთო საქმეების” გამეორებით თავს აღარ შეგაწყენთ, რადგან საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომელი პრობლემის გადაჭრა შეძლო და როგორ მხარის პირველმა პირმა, რომლის მმართველობის დროს, გურიაში მიწის დატაცების უდიდესი კორუფციული ქსელი ჩამოყალიბდა; კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებამ პიკს მიაღწია; ჟურნალისტების შეურაცხყოფის, ოფისების მინების ჩამსხვრევის ფაქტები დაფიქსირდა; მილიონობით ლარი წყალში გადაიყარა; საჯარო მოხელეების ახლობლების დასაქმების ხარჯზე სოციალური პროგრამების დაფინანსება მინიმუმამდე დავიდა; მოშლილია საჯარო სამსახურებში დისციპლინა და ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე…
ამ ჩამონათვალის გაგრძელებას სათანადო მაგალითების თანხლებით, 46 წუთი ნამდვილად არ ეყოფოდა და რადგანაც ჩიტაიშვილს ხალხისთვის “ცოტა დრო” აქვს, მან ჟურნალისტებს შეკითხვებისთვის მხოლოდ ხუთი წუთი “გამოუყო”.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დარბაზში მყოფი ჟურნალისტებისგან კითხვები მხოლოდ “გურია ნიუსს” დაუგროვდა. ერთი ჩვენი კოლეგა პრობლემას იმაში ხედავს, რომ ოზურგეთში სათანადო ხარისხის და ჟღერადობის ინსტრუმენტები არ გვქონია, რომ კლასიკოსი შემსრულებლები ჩამოვიდნენ და საქველმოქმედო კონცერტები გამართონ. გუბერნატორი ამ პრობლემას სიღრმისეულად ჩასწვდა და აუცილებლობად მიიჩნია, მომავალ წელს გასახორციელებელ “გრანდიოზულ საქმეებს” ინსტრუმენტის შეძენაც შემატოს.
სამაგიეროდ, ჩვენი შეკითხვები გუბერნატორს “სულელურად” მოეჩვენა და ეს სიტყვა მხიარული დამსწრეების ფონზე (მათ შორის, სამწუხაროდ, ჟურნალისტების!) რამდენჯერმე წარმოთქვა. როგორც ჩანს, გუბერნატორს, რომელსაც რუსთველის ბრძნული აფორიზმი _ კოკისა და მისი შიგთავსის წარმოდინების შესახებ სკოლაშიც არ დაუსწავლია, თავის “საძმოში” ავერიეთ, რომლებიც ამგვარ შეფასებებს (უარესსაც!) “უფროსობისგან” მორჩილად და გაბადრული სახით ითმენენ!
ჩვენ კი მკითხველს მარტივ ამოცანას ვთავაზობთ: აი, კითხვები, რომლებიც ჩიტაიშვილს დავუსვით და აქვეა მის მიერ გაცემული პასუხები. ამოცანა გვეკითხება: აბა, გამოიცანით, რომელია მათ შორის მართლაც სულელური!
კითხვა: _ მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთის წყალსადენზე შვიდ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, წყალმომარაგების პრობლემა არ გადაჭრილა. ახლახან, შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა იასონ ცინცაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქ ოზურგეთის მცხოვრებლებმა ხარჯები უნდა გაიღონ და წყლის რეზერვუარები თავად უნდა დაამონტაჟონ… გვაინტერესებს, ექნება თუ არა ოზურგეთს წყალი?
ვალერი ჩიტაიშვილის პასუხი: _ ასეთი განცხადებები შეიძლება დღეს იასონ ცინცაძემ გააკეთოს, ხვალ შეიძლება ვიღაც დავითმა, მე აბსოლუტურად გეთანხმებით, რეზერვუარებზე არ არის საუბარი, კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და 20 ქუჩა, რომელიც გასაკეთებელია, იმაზე იზრუნოს, მოსახლეობას უნდა მოემსახუროს. ჯერ ერთი, შვიდი მილიონი არ არის დახარჯული ქალაქში, რამდენი მილიონიც უნდა იყოს დახარჯული, ეს არ არის სრულყოფილი სამუშაოები, რომელიც აბსოლუტურად წყლის მომარაგებას გულისხმობს, არის ბევრი ქუჩები, სადაც საერთოდ არ არის შიდა ქსელი შეცვლილი, ზუსტად ამაზე არის საუბარი, მანამდე არ იქნება წნევა მაგისტრალში, სანამ არ იქნება ყველა დაზიანებული მონაკვეთი აღდგენილი.
კომენტარი: _ თუ შვიდი მილიონი, არა, მაშ რამდენი ბატონო ვალერი? ხუთი? რათა ხუთი? თამაშს რომ ძალიან არ შევყვეთ, ამ თანხების დასაზუსტებლად, ჩვენ ჟურნალისტურ გამოძიებას მოვამზადებთ. თუმცა, ჩიტაიშვილისგან განსხვავებით, კარგად გვახსოვს ერთი ფაქტი: წყალსადენის ხარჯმა რომ 5 მილიონს გადააჭარბა, ქუთაისში გამართულ მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში მიალანძღა მაშინ ოზურგეთის გამგებელი ჩიტაიშვილი, სწორედ აღნიშნული მილიონების არამიზნობრივად ხარჯვის გამო! თუმცა, ასე სახალხოდ “გალანძღული” კაცი გუბერნატორად მაინც დანიშნა!
კითხვა: _ ბატონო ვალერიან, წელს ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა კურორტ ბახმაროს მიწების დატაცების საკითხი. “გურია ნიუსი” წერდა, რომ 80 ადამიანმა სახელმწიფოს “თავისი ნებით” საჩუქრად გადასცა მიწის ნაკვეთი. გავრცელდა ხმა, რომ ერთ-ერთი პირველი თქვენ იყავით და მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს “აჩუქეთ.” რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს?
ვალერი ჩიტაიშვილის პასუხი: _ მე ბევრი სისულელეები მინახია, რომელიც დაწერილა თქვენს გაზეთში(?!). არამარტო თქვენს გაზეთში, სხვა გაზეთებში, ესეც დიდი სისულელეა, რომელიც ვიღაცას მოუვიდა თავში, არანაირი ნაკვეთი არ მქონია და შესაბამისად, არც ჩამიბარებია, ადამიანებმა ვინც ჩააბარა, მათი კეთილი ნება იყო და ჩააბარეს, შეიძლება ბევრმა ჩააბაროს კიდევ. ეს გაქვს ცუდი და არასწორი ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ სისულელე ინფორმაცია.
_ გმადლობთ!
_ არაფრის. კიდევ გაქვთ შეკითხვები? _ სხვა ჟურნალისტებს კითხვების დასმისკენ მოუწოდა “კორექტულმა”, “ბრძენმა”  და ჩვენი “სისულელეებით” შეწუხებულმა გუბერნატორმა. და რადგანაც, სხვა ჟურნალისტებს კითხვები არ ჰქონდათ, “ძლივს ნაშოვნი ძვირფასი  დროით” ისევ ჩვენ ვისარგებლეთ:
კითხვა: _ ბატონო ვალერიან, ბოლო პერიოდში გურიაში მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობაა, ქუჩაში გამვლელებს თავს ესხმიან, ხალხს მოსაკლავად ოჯახებში უვარდებიან, გახშირდა ქურდობისა და ძარცვის ფაქტები…
_ დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით, პირადად კონტროლზე მაქვს აყვანილი ბოლო დროს საზარელი მკვლელობა, რაღაც სისულელე (?!) დაიწერა თქვენს გაზეთში, რომ უშიშროების ეზოში იყო ჩემი მანქანა გაჩერებული, ზუსტად იმიტომ იყო, პირველი, როგორც კი ჩამოვედი პოლონეთიდან, კრიმინოგენური სიტუაცია მოვიკითხე. ზუსტად იმ დღეს, სამართალდამცავებთან ერთად გავდიოდი რიგ საკითხებს(?!), რომელიც ბოლო დროს მომხდარ ფაქტებს ეხებოდა. ვუსამძიმრებ ხურციძეების ოჯახს, მახსოვს, შარშან გამგეობამ დაეხმარა მათ ოჯახს, როდესაც ბავშვი შეეძინა, რომელიც ახლახან ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ყველა სამართალდამცავები მუშაობს ისე, როგორც არის საჭირო.
კომენტარი: _ აქ მთლად დავიბენით და ვერ გავიგეთ, რის თქმას ცდილობს ჩვენი გუბერნატორი: მოსწონს თუ არ მოსწონს სამართალდამცავების მუშაობა; იდგა თუ არ იდგა კუდ-ის ეზოში (იდგა, იდგა!) მისი მანქანა; იცის თუ არა, რომ კრიმინოგენური ვითარება შინაგან საქმეთა ორგანოების სფეროა და არა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის; რა შუაში დახმარების წამოყვედრება გაუბედურებული ოჯახისთვის; რა მნიშვნელობა აქვს პირად კონტროლზე აიყვანა თუ არა (ასე ამბობდნენ პარტიული მუშაკები სამოცდაათი წელი!) მან მკვლელობის საქმე…
მთავარი ერთია _ მხარეში უაღრესად მძიმე კრიმინოგენური ვითარებაა, დაბალია სოციალური ფონი, უმუშევრობაა, ნეპოტიზმია, კლანური მმართველობაა,  კორუფციული სქემებია _ ეს ის თემებია, რომლებზეც ჩვენ კვლავაც ხმამაღლა ვისაუბრებთ და რომლებიც ჩიტაიშვილისთვის, ალბათ, კვლავ “სისულელე”  იქნება, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი _ მნიშვნელოვანი ჩვენი მკითხველია, რომლისგანაც ველოდებით ამ სტატიაში შემოთავაზებული გამოცანების სწორ პასუხებს!
და ბოლოს _ ახალ წელს ნამდვილად არ გვინდოდა გუბერნატორთან ამგვარი ურთიერთობით შევხვედროდით, მაგრამ ღმერთია მოწამე _ თქვენ დაიწყეთ, ბატონო ვალერიან!!!

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ხელისუფლება ცდილობს, ის ორგანიზაციები დააფინანსოს მსუყედ, საიდანაც "ატკატი" კეთდება"

გურიაში დაწყებულ სკანდალს ექს-პრემიერის პარტიიდან გარიცხვა მოჰყვა

ყველა სიახლე

მსოფლიო

აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

20:39; 2.03.2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2.03.2026
საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2.03.2026
პოლიტიკა

„ომი გინდათ?“ – ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს” _ ნინო წილოსანი

17:37; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10:41; 2.03.2026
ზაფრანი

ვინ მდიდრდება იშვიათად

10:32; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
0

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო