ფონდი "ქართუ" საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს ნახევარი მილიარდით დააფინანსებს.
"ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს ფონდი "ქართუ" ნახევარი მილიარდი ევროთი დააფინანსებს.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს და მაქსიმალურად გამოიყენებს წამყვანი მეცნიერების შესაძლებლობებს, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი დაფუძნდეს" _ აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.