https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კონსულტაციები “საახლობლოსთან” – კორუფციაში დადანაშაულებული თანამდებობის პირების განმარტებები

0:03; 2.03.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტების შესახებ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ის თანამდებობის პირები არ ეთანხმებიან, რომლებზეც კითხვის ნიშნები არასამთავრობო ორგანიზაციას გაუჩნდა.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემებია გადამოწმებული.

კვლევის მიხედვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები დაფიქსირდა. კერძოდ, კვლევისას გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამდებობის პირი და მათი ოჯახის წევრები სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, თუმცა ამის შესახებ დეკლარაციებში მითითებული არაფერი აქვთ.

"გურია ნიუსი" ყველა იმ პირს დაუკავშირდა, რომლებზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევაშია საუბარი.

ყველა მათგანი ამბობს, რომ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციებში "სავარაუდოდ, გამორჩათ".

"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გოჩა კაკოიშვილი, რომლის მეუღლეც TI-ს კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ფიგურირებს, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ "ისეთი საკითხი ეს არ არის, რომ რამე დასამალი ან დასაფარი" ჰქონოდა.

"შესაძლოა, გამომრჩა დეკლარაციაში ამის მითითება, მაგრამ ეს ისეთი საკითხი ეს არ არის, რომ რამე დასამალი ან დასაფარი მქონოდა. ალბათ, ელემენტარული შეცდომა მაქვს დაშვებული, ახლა ვერ ვიხსენებ რატომ გამომრჩა. ვნახავ დეკლარაციას და შევამოწმებ ნამდვილად მაქვს გამორჩენილი თუ არა. ვერ ვიხსენებ ახლა, იმიტომ, რომ დეკლარაციის შევსებაზე რამდენჯერმე დამიკავშირდნენ თბილისიდან, შეცდომებს ვასწორებდი ნელ–ნელა. დეკლარაცია რომ შევავსე, იყო პრობლემები. არც ისეთი არ არის ეს მცირე საწარმო, რომელიც ჩემს მეუღლეს აქვს, რომ რამე დასამალი ყოფილიყო და რამეში გამომდგომოდა მისი დამალვა", _ აღნიშნავს კაკოიშვილი.

 მისივე თქმით, თუ მაღაზიიდან (კვლევის მიხედვით, კაკოიშვილის მეუღლე ირინა კაკოიშვილი,  ზესტაფონში საკანცელარიო მაღაზიის მფლობელია; ავტ.) რამე იყიდა გამგეობამ და ამაზე რაიმე ხელშეკრულება გაფორმდა და თუ შესყიდვა ტენდერს არ ექვემდებარება, ამაში დარღვევა არაფერია.

"რა ინტერესი უნდა იყოს? თუკი ტენდერი იყო გამოცხადებული და ასე მოხდა შესყიდვა, გეუბნებით, რომ ტენდერში მას მონაწილეობა არ მიუღია. კიდევაც რომ მიეღო, ეს დაფიქსირდებოდა, რადგან მე ტენდერების კომისიის წევრი ვარ.

ვფიქრობ, რომ ალბათ, მოკვლეული საბაზრო ფასთან  დაკავშირებით მოხდა აღნიშნული ქმედება, რადგან ჩემს  მეუღლეს დაბალ ფასში აქვს საქონელი და ალბათ, ამიტომ მოხდა გარიგება, შესყიდვა გამგეობის მხრიდან. მე რომ რაიმე ინტერესი მქონდეს ჩადებუი, რომ გინდათ თუ არა ჩემს მეუღლეს ხელშეკრულება დაუდეთ–თქო, ამის წინააღმდეგიც ვარ, პირიქით.

მე ამაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, მაგრამ, გამოიძიონ ეს ფაქტი, თუ გამოიკვეთება, რომ სპეციალურად გავაფორმეთ  ხელშეკრულება, ან მაღალ ფასებში გვაქვს საქონელი და გარიგება  მოხდა, რითაც ჩვენ ვისარგებლეთ, მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ უწყებასთან", _ აცხადებს კაკოიშვილი.

რაც შეეხება კვლევაში აღნიშნულ კიდევ ერთ ფაქტს, რომლის მიხედვითაც, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახა შავგულიძე ინდმეწარმედ არის რეგისტრირებული და მან საკუთარი ავტომანქანა დასუფთავების სამსახურს მიაქირავა, ორგანიზაციის შეფასებით, ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავს.

თუმცა, კახა შავგულიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტავს, რომ არანაირ დარღვევას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

"ტყუილი წერია მაგ კვლევაში, პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ხელშეკრულება მქონდა დასუფთავების სამსახურთან გაფორმებული და ჩემს სამაჟორიტარო ოლქში დასუფთავებისთვის ვათხოვე  მათ ჩემი კუთვნილი ავტომანქანა, რადგან მათ არ ჰქონდათ შესაბამისი სატრანსპორტო ავტომანქანა. ქირავნობის  ხელშეკრულება გვაქვს ფორმალურად გაფორმებლი, თუმცა, არცერთი  თეთრი არ ჩამრიცხვია. ორ კვირაზე მეტი ხანი არ დაჭირვებიათ და არც გამოუყენებიათ.  თუ მათ ეს ავტომანქანა დაჭირდებათ შემატყობინებენ. დღემდე ერთი თეთრი არ მიმიღია დასუფთავების სამსახურიდან", _ აღნიშნავს შავგულიძე.

რაც შეეხება კვლევაში აღნიშნულს, რომ თანხა "შავგულიძის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხარისხო შესრულების გამო" არ ჩაირიცხა, ამას თავად შავგულიძე უარყოფს და აცხადებს, რადგან მანქანა დასუფთავების სამსახურმა არ გამოიყენა, თანხაც არ ჩარიცხვია.

"მანქანა წაყვანილი ჰყავდათ, თუმცა არ გამოუყენებიათ. ვნახავ ამ კვლევას და თუ რაიმე იურიდიული საკითხია გასარკვევი, აპელაციას გავუკეთებ. ვიღაცა რომ იტყვიან პიროვნულად არის დაინტერესებული (შავგულიძე არ აკონკრეტებს ვის დაინტერესებაზე საუბრობს; ავტ.). მანქანას ვაქირავებ, მივუყვანე დასუფთავების სამსახურს და დავუყენე ეზოში მუშა მდგომარეობაში, რაღა არ შევასრულე?! თუმცა, როგორც გითხარით არ გამოუყენებიათ და არც საბოლოო ანგარიშსწორება მომხდარა.

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი კუთვნილი მანქანაა… ეს მანქანა სოფელ ქვედა საქარას შევუძინე ნაგვის გასატანად. ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეულის ფონდს ვათხოვე იმისთვის, რომ ნაგავი გაეტანათ სოფლიდან. ამ ფონდს გაჰქონდა ნარჩენები 8 თვის განმავლობაში, მერე დადო პროექტი მუნიციპალიტეტში სამუშაოს გაგრძელების თაობაზე, რომ მანქანები შეეძინათ. ამას დაემთხვა ნარჩენების მართვის კოდექსის ამოქმედება 2016 წლის იანვრიდან, ამიტომ, დროულად ვიმოქმედე და ნარჩენების გატანის პროექტი განვახორციელეთ. ამის შემდეგ დასუფთავების სამსახურმა ითავა  ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელება ქვედა საქარაში და იმისთვის, რომ ხელი შეწყობოდა მას, ვიდრე  სხვა სატრანსპორტო საშუალებას შეიძენდა, ჩემი კუთვნილი ავტომანქანა მივაქირავე, თუ ეს დაჭირდებოდა. ჩემი ინტერესია, სოფელი იყოს დასუფთავებული საყოფაცხოვრებო ნაჩენებისგან, სხვა ინტერესი ამ კუთხით არ გამაჩნია", _ ამბობს შავგულიძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ დეკლარაციები არასრულად მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირებსაც აქვთ შევსებული. კერძოდ, კვლევაში  აღნიშნულია, რომ ამ თანამდებობის პირებს არც თავისი და არც მათი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვთ.

თუმცა, "გურია ნიუსთან" საუბრისას ყველა მათგანი აცხადებს, რომ ამის მითითება დეკლარაციაში დაავიწყდათ ან საჭიროდ არ ჩათვალეს, რადგან სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა სუქნიძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ მისი მეუღლე ზაალ კაპანაძე ნამდვილად იყო დარეგისტრირებული ინდმეწარმედ, მაგრამ, მისივე ინფორმაციით, სტატუსი შეწყვეტილი აქვს.

"როგორც ვიცი, ეს სტატუსი შეწყვეტილი აქვს. რაიმე ტექნიკური შეცდომა თუ გაიპარა დეკლარაციაში, შემიძლია გავარკვიო საჯარო ან სამოქალაქო რეესტრში. ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო. ჩემი მეუღლე ამჟამად მუშაობს პოლიციის აკადემიის პრორექტორად. არა მგონია, რომ თან ინდმეწარმე ყოფილიყო და თან ამ თანამდებობაზე იყოს. ნამდვილად ვიცი, ორივე თანამდებობას ვერ შეითავსებს. თუ რაიმე ხარვეზია, გავასწორებთ", _ ამბობს სუქნიძე და დასძენს, რომ დამატებით დოკუმენტაციას ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოგვაწვდის.  

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების"  ყოფილი წევრი, ნუგზარ ფერაძე კი აცხადებს, რომ "არ იყო იმის საჭიროება", დეკლარაციაში მისი სამეწარმეო საქმიანობა ჩაეწერა, რადგან სტატუსი შეჩერებული აქვს.

"წელს ზუსტად ვერ  გეტყვით, მაგრამ 2008-ში ან 2009 წელს მაქვს ინდმეწარმის სტატუსი გაჩერებული (კვლევის მიხედვით, ფერაძე ინდმეწარმედ 2009 წელს დარეგისტრირდა; ავტ.). მე როგორც მერე ვიკითხე, არ იყო იმის საჭიროება, რომ დეკლარაციაში მიმეთითებინა, ინდმეწარმე რომ ვიყავი. ჩემს გარშემო ვინც ურთიერთობს იმათთან გავიარე კონსულტაცია, საახლობლოსთან. იურისტებთან არ გამივლია ეს კონსულტაცია. მე თვითონ ხომ ვიცოდი, რომ შეჩერებული მქონდა სტატუსი, ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიმეთითებინა? შეჩერების დოკუმენტაცია მაქვს, მაგრამ ახლა ხელთ არ მაქვს, საგადასახადოში მივალ, ამოვიღებ მოგაწვდით ამ დოკუმენტაციას ამ დღეებში.

როცა მე საკრებულოში თანამდებობის  პირი ვიყავი და დეკლარაცია შევავსე, დამიკავშირდნენ სააგენტოდან და მითხრეს, რომ არასწორად იყო გარკვეული გრაფები შევსებული. მას შემდეგ რაც ეს გავასწორეთ,  არანაირი პრობლემა არ ყოფილა. 2015 წლის 27 ნოემბრიდან თანამდებობის პირი აღარ ვარ", _ ამბობს ფერაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ აღნიშნულ პირებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ მოკვლევის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ყველა მათგანი აცხადებს, რომ განმარტებისთვის ორგანიზაციიდან არავინ დაკავშირებიათ, შესაბამისად, არც რაიმე დოკუმენტაცია მიუწოდებიათ.

"გურია ნიუსი" აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს. დოკუმენტაციის მოწოდების შემთხვევაში, ამ ინფორმაციასაც გამოვაქვეყნებთ.

ამავე თემაზე:

კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს ამ ყველაფრის უკან?" _ თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი: "თამარ სანიკიძეს პასკვილი შეუთხზეს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო