"იურიდიულად მგონი არავის არ აქვს უფლება სხვისთვის მანდატის ჩამორთმევის, გარდა მთლიანად პარლამენტისა, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში.
მორალურად შეიძლება ერთ კაცს ჰქონდეს უფლება მიუთითოს ვინმეს, რომ დატოვოს პარლამენტი. ეს ის კაცია ვინც ისინი გაიყვანა",_ ასე შეაფასა პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ გოგი თოფაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თინა ხიდაშელმა გადაცემაში "არჩევანში" გოგი თოფაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "თოფაძე "ქართულ ოცნებაში" "გინდ ყოფილა, გინდ _ არა".
"მე არ დავუნიშნივარ თავდაცვის მინისტრად გოგი თოფაძეს. არც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობა და არც ერთი მინისტრობა არ გადაუწყვეტია.
ის არც გადამწყვეტი, არც არსებითი და არც არაფრის განმაპირობებელი პოლიტიკური ფიგურა არ არის "ქართულ ოცნებაში", _ აღნiშნა ხიდაშელმა.