https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სილაგაწნული ხელისუფლება” რეზონანსული საქმის გამოძიების მოლოდინში

16:03; 3.03.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმიდან სამი თვე გავიდა. საქმე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, ამ დრომდე გაუხსნელია.

მამალაძის ოჯახი  28 ნოემბერს, დაახლოებით, 21 საათსა და 30 წუთზე დააყაჩაღეს. თავდამსხმელებს სახეზე სამედიცინო პირბადეები ეკეთათ.

ზაალ მამალაძის მეუღლე ნინო მამალაძე სტომატოლოგია და როგორც გვითხრა, იმ დროს პაციენტს ელოდებოდა:

_ პაციენტს ველოდებოდი. დაახლოებით, ათის ნახევარი იქნებოდა, როცა კარზე დააკაკუნეს და დაჟინებით კითხულობდნენ, სად იყო ზაალი… ვთხოვე, რომ ხმამაღლა არ ესაუბრათ, რადგან დედა ინსულტით გვყავს ავად, ჩაწოლილია და იმ დროისთვის იქვე ვაძინებდი. ვუთხარი, რომ ზაალი მეორე  სართულზე იყო, ვთხოვე, კაბინეტში შესულიყვნენ და დამლოდებოდნენ. ამ დროს იარაღს მოვკარი თვალი და ვიყვირე. ყვირილზე ზაალს ეგონა, რომ დედა იყო ცუდად, რაც ხშირად ხდება და სართულებს შორის კიბეზე ჩამოირბინა; მე წინააღმდეგობის გაწევა ვცადე და იარაღიანს სათვალე ჩამოვგლიჯე. ზაალმა ერთ-ერთ შემოჭრილს სახეში მუშტი დაარტყა, წააქცია და, პრაქტიკულად, გაანეიტრალა, მაგრამ სახლში მესამე პირიც შემოიჭრა, მეც იარაღი შუბლზე მომადეს და ამით შეძლეს ზაალის შეჩერება. ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო, რომ დედა, რომლის თვალწინაც ეს ყველაფერი ხდებოდა და საწოლიდან წამოდგომას ცდილობდა, ცოცხალი გადაგვერჩინა, _ იხსენებს ნინო მამალაძე.

თავდამსხმელებმა ოქრო და ფული ახსენეს, თუმცა, ამაზე წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ:

_ სახლში, ჩავარდნილი კიბის საფეხურების შესაცვლელად ჩემი მოგროვებული 500 ლარი და ზაალის წინა დღეს აღებული ხელფასიდან შემორჩენილი 700 ლარი გვქონდა; მივასწავლე სად იდო; ქორწინების დროს ნაჩუქარი სამკაულების ადგილიც ვუთხარი _ საერთო ჯამში, 30 გრამამდე ოქროს ნაკეთობები იქნებოდა, ცოტაოდენი ვერცხლის სამკაულები _ სულ ეს იყო, რაც გვქონდა.  ბევრი არც უძებნიათ _ კარადის რამდენიმე უჯრა ფორმალურად გადმოყარეს… მე მეორე სართულზე ამიყვანეს და რადგან იარაღის წართმევას ვცდილობდი, რამდენჯერმე იარაღის ტარი თავში ჩამარტყეს, მესმოდა, როგორ ცდილობდნენ ზაალის შეჩერებას და მეშინოდა, არ მოეკლათ; ზაალს ფიზიკურად არ შეხებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც არ პასუხობდნენ, ცდილობდნენ, სკამზე დაემაგრებინათ და ხელები შეეკრათ, თუმცა, პლასტიკატის "მანჟეტები" რამდენჯერმე გაწყვიტა. ამის მერე, ელექტროსადენები მოგლიჯეს საყოფაცხოვრებო ნივთებიდან და იმით შეკრეს, _ ამბობს ნინო მამალაძე, _  ზაალის ტელეფონი გაბმულად  რეკავდა _ მეგობარი ურეკავდა… ამის გამო აჩქარდნენ, ზაალმა პირზე "სკოჩის" შემოხვევისას, თავდამსხმელს ხელი დაუზიანა… ცალ-ცალკე მოვახერხეთ თავის აშვება; დედას,რომელიც დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს და გაჭირვებისგან თითქმის საწოლზე  წამომჯდარი დაგვხვდა, ვუპატრონეთ და, ცხადია, პოლიციას შევატყობინეთ.

საგულისხმოა, რომ საქმეში ბევრი დეტალია, რომელიც თავდასხმის პოლიტიკურ ელფერზე მეტყველებს _ ყაჩაღებს არ წაუღიათ იქვე, მაგიდაზე დადებული, კომუნალური გადასახადებისთვის განკუთვნილი 200 ლარი, ოჯახის დედის ნიშნობის ბეჭედი, რომელიც ხელზე მუდმივად უკეთია, საყურეები, რომელიც ნინო მამალაძეს ყურზე ეკეთა… მნიშვნელოვანია, რომ სახლი რაიონის ცენტრშია და ყაჩაღებს არაფრის შეშინებიათ; ამ დღეებში პოლიცია შეიარაღებულ რეიდებს ატარებდა და ავტომანქანებს, მგზავრებსა და ფეხით მოსიარულეებსაც საფუძვლიანად ამოწმებდა. სწორედ, იმ საღამოს, 18 საათზე რეიდები დასრულდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ზაალ მამალაძის სახლი ჩოხატაურის პოლიციის შენობიდან ორასიოდე მეტრში მდებარეობს.

თვითმხილველების თქმით, ყაჩაღობის დროს მამალაძეების სახლის მიმდებარე ტერორიტიაზე საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობდა და ეს იქვე მდებარე "ავერსის" საავადმყოფოს და "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურის კამერებმაც დააფიქსირეს. თავდამსხმელები ავტომანქანის გარეშე იყვნენ და ზაალ მამალაძის კუთვნილი ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი, თანაც როგორც ვიდეოკამერებზეა დაფიქსირებული, დაბის ცენტრში წრე უშიშრად დაარტყეს, ვიდეოკამერებს ჩაუარეს და ისე წავიდნენ სამტრედიისკენ. ისინი გზაშიც არავის გაუჩერებია. ფაქტია, რომ თავდამსხმელებს პოლიციის შიში არ ჰქონდათ. მათ უტყუარი ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მამალაძის კუთვნილი ავტომანქანა გამართული იყო.

ყაჩაღობიდან 12-საათზე მეტი იყო გასული, როცა გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატაცებული ავტომანქანა სამტრედიაში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

მამალაძის ოჯახის დაყაჩაღებას პოლიტიკურ წრეებში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს რიგითი ყაჩაღობა არ ყოფილა: "აღშფოთებული ვარ. ეს არის ხელისუფლებისთვის პირდაპირ სილის გაწნა და შეურაცხყოფა. პირადად,  მეც შეურაცხყოფილად ვთვლი  თავს. კატეგორიულად  მოვითხოვ,  გატარდეს მასშტაბური ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები  ყველა მიმართულებით და უზრუნველყოფილ იქნას ყაჩაღების და მათ უკან მდგომი ელემენტების სასწრაფო დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინფორმაციების საფუძველზე ვეჭვობ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეზე  თავდასხმა არ ჰგავს მხოლოდ ძარცვის მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას. ეს არის საზოგადოების დაშანტაჟების მორიგი მცდელობა. ამიტომ გადაუდებლად, სიღრმისეულ გამოძიებას მოვითხოვ. მხოლოდ ყაჩაღების დაკავებით და მანქანის დაბრუნებით ეს საქმე ვერ დამთავრდება. ხაზგასმით და ყველას გასაგონად ვამბობ,  ამ საქმის სასწრაფოდ  გახსნა იქნება სერიოზული ტესტი ბევრი თანამდებობის პირისთვის სამართალდამცავ სისტემაში  და თუ, სამწუხაროდ, საჭირო გახდება, მათი პასუხისმგებლობის საკითხს, შედეგებიდან გამომდინარე, პირადად დავაყენებ და ბოლომდე მივყვები", _ ასეთი კომენტარი გააკეთა ყაჩაღობის მეორე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კვაჭანტირაძის მსგავსად, პოლიტიკურ მოტივით ჩადენილ დანაშაულზე გააკეთეს აქცენტები სხვა პარლამენტარებმა და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის დროულად გამოძიება მოსთხოვეს, თუმცა, ეს "დროული გამოძიება" უკვე სამ თვეს ითვლის და ამდენი ხანია ხელისუფლება "სილაგაწნულია".

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. არც იმას ამბობენ, ჰყავთ თუ არა ეჭვმიტანილები.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეთა ვიდეოკადრები გამოძიებამ კლინიკა "ავერსის" კამერიდან ყაჩაღობის მეორე დღეს ამოიღო. ასევე დაკითხულია იმ მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც სამი თავდამსხმელი ქუთაისიდან ჩოხატაურში ჩამოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, ყაჩაღები ჩოხატაურში 28 ნოემბერს, პოლიციის რეიდის დასრულებისთანავე ჩამოვიდნენ. მუშების ტანსაცმელში გამოწყობილი პირები  მამალაძის სახლის წინ მდებარე მიტოვებულ სახლს დაღამებამდე  აფარებდნენ თავს, თან ელოდებოდნენ, თუ როდის დაბრუნდებოდა სახლში ოჯახის უფროსი, მიუხედავად იმისა, რომ ძარცვა მისი სახლში არყოფნისას უფრო უსაფრთხო იქნებოდა.

უნდა ითქვას ისიც, რომ საქმის გახსნაზე "ორიენტირებული" სამართალდამცველების ნაცვლად, მიტოვებულ სახლში, ყაჩაღობიდან მესამე დღეს "გურია ნიუსის" ჟურნალისტებმა პლასტიკის მანჟეტები იპოვეს (სწორედ ასეთი მანჟეტები გამოიყენეს თავდამსხმელებმა). აღნიშნულის შესახებ პოლიციასაც ჩვენ ვაცნობებთ და სწორედ ამის შემდეგ, ყაჩაღობიდან მესამე დღეს მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, ნივთმტკიცების ამოღება და დალუქვა. თუმცა, პოლიციას დათვალიერების ადგილას მიტოვებული ჯინსის შარვალი "მხედველობიდან გამორჩა" და მის ამოსაღებად, ისევ პოლიციის "გამოძახება" გახდა საჭირო!

გამოძიებას ხელთ აქვს ფირები, რომელზეც სავარაუდო თავდამსხმელების ჩამოსვლაა აღბეჭდილი. ასევე, ზაალ მამალაძის მიერ ერთ-ერთი თავდამსხმელისთვის ჩამოგლეჯილი პირბადე. როგორც გამომძიებლები ამბობენ, ნიღაბზე დნმ-ის კვალია, თუმცა ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე უცნობია. ასევე უცნობია, თუ ვის ეკუთვნის თითის ანაბეჭდები, რომლებიც გატაცებულ ავტომანქანაში ბევრი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა რა იგულისხმება "ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებში," არ გვპასუხობენ.

საქმეზე მომუშავე პოლიციელები პირად საუბრებში ამბობენ, რომ სამი თვის განმავლობაში, ვერც ეჭვიტანილი პირების დადგენა მოხერხდა და ვერც რაიმე ხელჩასაჭიდი დეტალის მოძიება.

სამაგიეროდ, ამ სამი თვის განმავლობაში, გარკვეული პირები ცდილობდნენ ზაალ მამალაძის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობის საწინააღმდეგოდ, ჭორები გაევრცელებინათ – საუბრობდნენ, რომ  დიდი თანხა გაიტაცეს, რომლის დანიშნულების სხვადასხვა ინტერპრეტაციას ასახელებდნენ.  ჩვენ  ამ ჭორების ეტიმოლოგია მოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ძირითადად, მისი "ავტორები" ყოფილი და მოქმედი პოლიციელები არიან.

საქმე, რომლის გახსნითაც ქვეყნის პირველი პირები არიან დაინტერესებული და რომლის შესახებაც,  "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე" ნაკლები ინტენსივობით ვწერდით, ადგილიდან არ დაძრულა.  ხელისუფლებას საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, ცხადი მხოლოდ მომხდარი ფაქტია – საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რაც მოქალაქეებს იმის თქმის საფუძველს აძლევთ, რომ ქვეყანაში ყველა დაუცველია!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ვინ ვის აშანტაჟებს კოალიციაში - თამაზ მეჭიაური შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს

დიმიტრი ხუნდაძე -"ვინ არის პასუხისმგებელი მცხეთის სამუზეუმო ექსპონატების ბედზე?"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო