გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს და განახორციელებს.
სპეციალური ჯგუფის შექმნამდე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ბახმაროში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მედია ტური მოაწყო.
ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო თვისებების მქონე კურორტზე, რომელსაც დამსვენებელი მხოლოდ ზაფხულში სტუმრობს, ჟურნალისტები ზამთარში პირველად ავიდნენ.