საჭირო მასალა: ღვიძლი, ახალი ან დაკონსერვებული სოკო, მაგარი ყველი (მაგალითად, სულგუნი), კიტრი, მარილი, მაიონეზი.
მომზადება: სოკო დავჭრათ ზოლებად და შევწვათ. ზოლებად დავჭრათ ახალი კიტრი და ღორის ან ძროხის მოხარშული ღვიძლი. მსხვილ სახეხზე გავხეხოთ მაგარი ყველი. ავურიოთ, შევაზავოთ მარილით, პილპილით, სურვილისამებრ _ მდოგვით, მაიონეზით. მოვათავსოთ სასალათე თეფშზე ან “ტარტალეტკის” ფორმის პურზე, მჭადზე.