ამერიკის შეერთებულ შტატებში ემზადებიან ორი წიგნის ეკრანიზაციისთვის, რომლებშიც მოთხრობილია პოლიტიკოსის და მსახიობის, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის – რონალდ რეიგანის ბიოგრაფია.
წიგნების ავტორი პოლ კენგორია, ხოლო სცენარს ჯონას მაკკორდი დაწერს, რომელიც რეიგანისადმი ანტიპათიით არის ცნობილი და ღიად აცხადებს, რომ რეიგანს "უკეთეს ვარიანტში ცუდ მსახიობად, ხოლო ცუდ ვარიანტში – უბრალო ჯამბაზად მიიჩნევს".
ფილმის სავარაუდო ბიუჯეტი 30 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება და მთავარი როლის შემსრულებლის ვაკანტური ადგილი ჯერჯერობით თავისუფალია.