ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს ერთი მავნე ჩვევა.
ობამა ქალების მიმართ ფამილარობაშია შემჩნეული – ხშირად სრულიად უცნობ მანდილოსნებს "ძვირფასოთი" მიმართავს.
ერთი შეხედვით, კანონგარეშე ამაში არაფერია, თუმცა, ამერიკული კანონმდებლობა ცნობილია, როგორც ფემინისტების დამცველი და, თუკი მავანი ქალბატონი ობამას "ძვირფასოს" სხვანაირად გაიგებს, მას ყველა უფლება ექნება, პრეზიდენტს არშიყობაში დასდოს ბრალი.