ამ წუთებში რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია იმყოფება. ოთარ ჭილაძის ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანზე დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. მამაკაცმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა, უცხოელ სტუდენტებს თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ ფიზიკურ ქმედებაზე გადავიდა და ცდილობდა ახალგაზრდები დანის გამოყენებით გაეძევებინა მოედნიდან.
თვითმხილველების თქმით, მან მსუბუქად დაჭრა ერთ-ერთი უცხოელი.
მოსახლეობამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. მამაკაცი, რომელსაც პოლიციელებმა დანა ჩამოართვეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
































































