დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ხანდაზმულთა სახლში მცხოვრები მოხუცები მოინახულეს და 8 მარტი ყვავილების თაიგულებითა და ტკბილეულით მიულოცეს.
,მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან’ არსებულმა ანსამბლმა "აბჯარმა" მოხუცებს მცირე კონცერტი წარმოუდგინა .
"მოხარული ვარ ამ ადამიანებთან სტუმრობით. ყველაზე მეტი ყურადღება და სითბო სწორედ ამ ქალბატონებს სჭირდებათ და ჩვენ ვცდილობთ ეს ყურადღება არ მოვაკლოთ. თითოეულ მათგანს ვულოცავ 8 მარტს და დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ ."- აღნიშნა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ
ხანდაზმულთა სახლი 2011 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ინიციატივით შეიქმნა. ამჟამად აქ 17 მზრუნველობამოკლებული ხანდაზმული ცხოვრობს.
(R)