24 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ გოგოლესუბანში სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღის სარეაბილიტაციო პროექტი გახორციელდა საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების სააგენტოს მიერ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით.
ბაღის გახსნას, რომელშიც 20 აღსაზრდელია, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გუბერნატორმა დაათვალიერა შენობის ინტერიერი და იქ შეკრებილ ხალხს მიულოცა: _ გილოცავთ საბავშვო ბაღის გახსნას. კარგი გარემოა, ვისურვებდი ყველა სოფელს ასეთი ბაღი ჰქონდეს. ბავშვებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ აქ კარგად იგრძნონ თავი. ეს სოფლისთვისაც მნიშვნელოვანია, მშობლებისთვის და, რა თქმა უნდა, პატარებისთვის. აქ სწავლის შემდეგ, ბავშვებს მათ არ გაუჭირდებათ პირველ კლასში სწავლის გაგრძელება, _ თქვა შეხვედრაზე ჩიტაიშვილმა.