გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა (ინდონეზია)

    თიბისის ციფრულ ბანკში  გულების მარათონი იწყება 

    საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

    სტიქიით დაზარალებულები ადეკვატური დახმარების მოლოდინში

    1176 სამშენებლო ობიექტიდან 218-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა- შრომის ინსპექცია

    “ეს ომი ისრაელს არ დაუწყია”

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    დასრულდა შუა ფარცხმისა და დაბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები

    ზოგისთვის მხოლოდ “გაჭიანურებული პროცესი”, ზოგისთვის კი არასრულფასოვანი ბავშვობა!

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    როგორ აუჯანყდნენ ქობულეთელები და გურიანთელები ერთდროულად ორ იმპერიას

    მასწავლებელი ქალი გურიიდან

    „ვიღუპებით ბატონო ზვიად!!!“

    გურიის პრეზიდენტი – “ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი”

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვგმობ”- სალომე ზურაბიშვილი ბაბის მხარს უჭერს

    მელია არ არის მეგალომანიაკი და მორჩა… _ რას წერს ქეთევან ენუქიძე

    “ამას ქოცების მეტი ვინ იზამდა” _ ნიკა გვარამია

    პედიატრი: ეს პანიკური აშლილობაა, რომელიც შეიძლება ბავშვებზეც გავრცელდეს!

    ლევან ნიკოლეიშვილი: ამის პატიებაც კი არავისთვის არ შეიძლება

    “ტაძრის ქვით შემოსვისას, გუმბათიდან ჩამოვარდა” _ თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    “რა? სად? როდის?”- ინტელექტუალური თამაშის შედეგები ჩოხატაურში

    “ტვინების ბრძოლა” – ვინ გახდნენ ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები ჩოხატაურში

    “ლალი და მანანა” ჭანჭათის საჯარო სკოლის სცენაზე _ საოცრად არტისტული შესრულება

    ჩოხატაურში, მინი ფეხბურთში სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

    ვინ არიან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრებების გამარჯვებულები ჩოხატაურში

    ოზურგეთელი მოსწავლეების წარმატება – ინოვაციური ხედვები და მიდგომები

  • მსოფლიო

    უკრაინის პირველი ლედი: დახმარების გარეშე სიკვდილი გვემუქრება

    ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ შეთახმდნენ

    რუსეთში საახალწლო ხარჯებს ამცირებენ

    მთავრობები აკვირდებიან Apple-ს, Google-ის მომხმარებლების შეტყობინებებს – Apple

    მზეზე უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა, რომელიც დედამიწას დაახლოებით 60-ჯერ აღემატება

    “უკრაინა თქვენთვის მეორე ვიეტნამად იქცევა”- რუსეთის დაზვერვის უფროსი აშშ-ს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა (ინდონეზია)

    თიბისის ციფრულ ბანკში  გულების მარათონი იწყება 

    საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

    სტიქიით დაზარალებულები ადეკვატური დახმარების მოლოდინში

    1176 სამშენებლო ობიექტიდან 218-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა- შრომის ინსპექცია

    “ეს ომი ისრაელს არ დაუწყია”

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    დასრულდა შუა ფარცხმისა და დაბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები

    ზოგისთვის მხოლოდ “გაჭიანურებული პროცესი”, ზოგისთვის კი არასრულფასოვანი ბავშვობა!

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    როგორ აუჯანყდნენ ქობულეთელები და გურიანთელები ერთდროულად ორ იმპერიას

    მასწავლებელი ქალი გურიიდან

    „ვიღუპებით ბატონო ზვიად!!!“

    გურიის პრეზიდენტი – “ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი”

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვგმობ”- სალომე ზურაბიშვილი ბაბის მხარს უჭერს

    მელია არ არის მეგალომანიაკი და მორჩა… _ რას წერს ქეთევან ენუქიძე

    “ამას ქოცების მეტი ვინ იზამდა” _ ნიკა გვარამია

    პედიატრი: ეს პანიკური აშლილობაა, რომელიც შეიძლება ბავშვებზეც გავრცელდეს!

    ლევან ნიკოლეიშვილი: ამის პატიებაც კი არავისთვის არ შეიძლება

    “ტაძრის ქვით შემოსვისას, გუმბათიდან ჩამოვარდა” _ თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    “რა? სად? როდის?”- ინტელექტუალური თამაშის შედეგები ჩოხატაურში

    “ტვინების ბრძოლა” – ვინ გახდნენ ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები ჩოხატაურში

    “ლალი და მანანა” ჭანჭათის საჯარო სკოლის სცენაზე _ საოცრად არტისტული შესრულება

    ჩოხატაურში, მინი ფეხბურთში სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

    ვინ არიან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრებების გამარჯვებულები ჩოხატაურში

    ოზურგეთელი მოსწავლეების წარმატება – ინოვაციური ხედვები და მიდგომები

  • მსოფლიო

    უკრაინის პირველი ლედი: დახმარების გარეშე სიკვდილი გვემუქრება

    ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ შეთახმდნენ

    რუსეთში საახალწლო ხარჯებს ამცირებენ

    მთავრობები აკვირდებიან Apple-ს, Google-ის მომხმარებლების შეტყობინებებს – Apple

    მზეზე უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა, რომელიც დედამიწას დაახლოებით 60-ჯერ აღემატება

    “უკრაინა თქვენთვის მეორე ვიეტნამად იქცევა”- რუსეთის დაზვერვის უფროსი აშშ-ს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ზოტელებს გუბერნატორის სიტყვების არ სჯერათ

3:04; 26.04.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2011 წლის 9 სექტემბერს გამართულ აუქციონზე, ზოტის ოქროს შემცველ გოგირდ-კოლჩედანურ გამოვლინებაზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია 306 ათას ამერიკულ დოლარად გაყიდა და ოქროს საბადოს მფლობელი, 40 წლით “ჯორჯიან რესორს კომპანი” გახდა.

აღნიშნული კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული. ოფიციალური ინფორმაციით, იგი მინერალების ძიებით არის დაკავებული და ამჟამად ოქროს აღმომჩენ პროგრამას სომხეთში ახორციელებს.

“გურია ნიუსთან” საუბრისას, კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ზოტის ოქროს საბადოს 40-წლიანი ლიცენზიის მფლობელი ნამდვილად “ჯორჯიან რესორს კომპანი” გახდა, თუმცა, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით “საქართველოს რესურსების კომპანია” საქართველოში 2010 წლის 20 სექტემბერს დარეგისტრირდა. თუმცა, ამ კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ იძებნება _ კომპანიას ვებგვერდი არ აქვს, ხელმიუწვდომელია ყველა საკონტაქტო ინფორმაცია, რაც ბევრ ეჭვს ბადებს, ამ ეჭვების გაქარწყლება კი დღემდე ვერ მოხერხდა. არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლება დეტალებზე არ საუბრობს. უფრო მეტიც, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ ზოტის ოქროს საბადოს ლიცენზიის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია პირველად სწორედ “გურია ნიუსის” საშუალებით შეიტყო.

_ მე ლეგენდა მგონია, თუმცა, უხუცესები ამბობენ, რომ როცა პირველად აქ ოქროს შემცველობა გაზომეს, მკვლევარებმა იფიქრეს, რომ აპარატი გაფუჭდა, იმდენად მაღალი იყო შემცველობა. მერე ახალი აპარატი ჩამოიტანეს, თუმცა, შედეგი იგივე იყო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სოფელ ზოტის რწმუნებულის თანაშემწემ, თამაზ ჭელიძემ.

სოფლის უხუცესები ამბობენ, რომ იმ ღელეებში, რომელიც საბადოებთან ახლოს ჩამოდის, თევზი არასდროს უნახავთ, რასაც ოქროს დიდ მარაგს უკავშირებენ.

გარდა ამისა, ზოტელები ირწმუნებიან, რომ მაღაროებთან ძალიან ხშირად ეცემა მეხი, რაც ურანის დიდ რაოდენობაზე მეტყველებს:

_ კვირა არ გავა, მეხი არ ჩამოვარდეს. ზოგჯერ ყოველდღე ვარდება. გამიგონია, რომ ეს ურანის დიდი რაოდენობის გამოა, _ აღნიშნა ჩვენ გაზეთთან საუბრისას ახმედ ართმელაძემ.

ზოტელი უხუცესების თქმით, ზოტის მთებში ურანის რამდენიმე საბადოა, თუმცა, ეს ინფორმაცია ამ დრომდე ტაბუ დადებულია. ზოტში იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაც ოქროს საბადოებზე კვლევა-ძიება მიმდინარეობდა:

_ მაშინ ითქვა, რომ ურანი ბევრი იყო. მე მაღაროებში არ მიმუშავია, თუმცა, ბევრი რამ გამიგია. მათ შორის, სოფელში ურანის საბადოს არსებობის შესახებაც, _ იხსენებს ახმედ ართმელაძე.

ზოტელებს კაზრეთის მაგალითი მოჰყავთ _ 1970-იან წლებში საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ კაზრეთში ოქროს მაღარო “მადნეული” შეიქმნა. აქ წლების მანძილზე ოქროს მოპოვება და დამუშავება ხდებოდა; როგორც წესი, ამ პროცესში დიდი რაოდენობის ქიმიკატები გამოიყენებოდა. დაბინძურების შესამცირებლად მოსახლეობა ფილტრსა და სხვა გასასუფთავებელ მექანიზმებს იყენებდა. წლების განმავლობაში ეს ხელსაწყოები მოძველდა და მწყობრიდან გამოვიდა, რამაც ჰაერში შხამ-ქიმიკატების წილის გაზრდა გამოიწვია.

“კომპანია მადანს მოიპოვებს ბურღვა-აფეთქების მეთოდით. შემდეგ მიმდინარეობს მადნებიდან მეტალების მიღება და მიღებული პროდუქტის გასუფთავება მინარევებისგან. ნარჩენებს წარმოების 4 საგანგებო ნაგავსაყრელზე ყრიან.

აღსანიშნავია, ისიც რომ კომპანიას აქვს წყლის ჩაკეტილი სისტემა, რაც მავნე ნივთიერების მდინარეში მოხვედრას გამორიცხავს. კომპანიის მესვეურთა მტკიცებით, ისინი რეგულარულად აკეთებენ წყლის ანალიზს, რომლის მიხედვითაც, მდინარეში მავნე ნივთიერებების არსებობა დასაშვებ ნორმებს არ აღემატება. მიუხედავად ასეთი “დაცული” სისტემისა მდინარე მაშავერა და კაზრეთულა სრულიად მკვდარ მდინარეებად ითვლებიან.

2005 წლის აგვისტოში, გერმანელი და ქართველი მეცნიერების ერთობლივმა ჯგუფმა, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, მდინარე კაზრეთულასა და მაშავერაში წყლის ხარისხი შეისწავლა. მეცნიერებმა საქართველოში შეგროვებული მონაცემები გერმანიის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაბინძურების დასაშვებ დონეს შეადარეს. აღმოჩნდა რომ, სპილენძის (ჩუ) შემცველობა მაქსიმალურ კონცენტრაციას 12-168 ჯერ აღემატებოდა, თუთიის (ძნ) _ 5-17-ჯერ, კადმიუმის _ (ჩდ) 2.5-ჯერ. ირიგაციული მიზნებისათვის ჩუ შემცველობა მაქსიმალურს 10-40 ჯერ აღემატებოდა, ჩდ-ის _ 1.2 – 3.4-ჯერ, ხოლო ძნ _ 2.8-ჯერ. რაც შეეხება სასმელ წყალს, მავნე ნივთერებათა კონცენტრაცია მაქსიმალურს 33 ჯერ აჭარბებდა.

ძველი სტატისტიკა კი ასეთია: კაზრეთში ყოველი ათიდან ცხრა, პროფესიული დაავადებით იღუპება და თანაც ადრეულ ასაკში”, _ ვკითხულობთ საიტზე ჰტტპ://მადნეული.ბლოგსპოტ.ცომ.

ეს საფრთხე ზოტელებს კარგად აქვთ გააზრებული და მიიჩნევენ, რომ მათაც კაზრეთელების ბედი ელით. ზოტელების ინფორმაციით, სოფელში ოქროს 15-მდე მაღაროა, რომელსაც ერთმანეთთან გვირაბები აკავშირებს. ახლა იქ შესვლა შეუძლებელია, რადგან ზოგ მაღაროს მიწა ფარავს. ზოგსაც _ ეკალ-ბარდები.

_ სამუშაოებიდან 25 კილომეტრის რადიუსით არ შეიძლება მოსახლეობის გაჩერება. თუკი მუშაობა დაიწყება, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, აქედან წავიდეთ, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს. ალბათ, მოგვცემენ კომპენსაციას და მთელი სოფელი ასახლდება, _ მიაჩნია ზურაბ ჭელიძეს.

როგორც შევიტყვეთ, ზოტის ოქროს საბადოებზე და ურანზე, კომუნისტების პერიოდში რამდენიმე კვლევა ჩატარდა, თუმცა, ყველა მათგანს “გრიფით საიდუმლო” დაედო. ამბობენ, რომ გასაიდუმლოების მიზეზი ის საფრთხეა, რომელსაც ამ საბადოების გახსნა გამოიწვევს.

რამდენიმე დღის წინ საბადოების მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები სოფელ ზოტში იმყოფებოდნენ და მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ კვლევა-ძიების სამუშაოები იწყება. ამ ინფორმაციამ ზოტელების პროტესტი გამოიწვია _ ისინი ხელისუფლებისაგან დეტალებში გარკვევას და მოსალოდნელი საშიშროების შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას ითხოვენ.

სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა 23 აპრილს, სოფელ ზოტში პრეზიდენტის რწმუნებული გურიის მხარეში ვალერი ჩიტაიშვილი. გუბერნატორი ზოტის მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ სამუშაოების დაწყებით, რომელიც 2-3 წლის განმავლობაში მხოლოდ მოკვლევის დონეზე იქნება, სოფლის მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქრება. ჩიტაიშვილმა იმ დადებით მოვლენებზეც ისაუბრა, რომელიც ამ სამუშაოების დაწყებას მოყვება და აღნიშნა, რომ სოფელში… სამანქანო გზა გაკეთდება! მისივე ინფორმაციით, ზოტში მალე დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა და ამის თანხები უკვე გამოყოფილია. იმ შენობაში კი, სადაც ახლა სკოლაა განთავსებული, საბავშვო ბაღი იქნება, რომლის გახსნას რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვენ ზოტელები.

ზოტელების უმრავლესობისთვის გუბერნატორის სიტყვები სარწმუნო არ არის და ამბობენ, რომ უფრო მეტი მტკიცებულებაა საჭირო:

_ გუბერნატორმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რის გახორციელებასაც გეგმავს ხელისუფლება ზოტში. თქვა, რომ აუცილებლად გაკეთდება სკოლა და ამაზე თანხმობა პრემიერ-მინისტრმა გილაურმა მისცა. ჩიტაიშვილის თქმით, სამი წლის განმავლობაში მხოლოდ საძიებო სამუშაოები იქნება და დანარჩენზე მერე ვისაუბროთო, თუმცა, მთავარი კითხვა _ რა გველის ჩვენ, პასუხგაუცემელი დარჩა. სამი წელი უნდა ვიყოთ ლოდინის, ასახლების მოლოდინში. ეს ძალიან რთულია და ასე ცხოვრება არ შეიძლება, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ამირან ირემაძე.

ამირან ანთაძის თქმით, სამუშაოების დაწყების შემთხვევაში ზოტში ცხოვრება შეუძლებელი გახდება: _ 35 ოჯახი ეროზირებული ფართობზე ვცხოვრობთ. ასახლების ქვემდებარე ვიყავით, თუმცა, თანხა არ გვეყო და მხოლოდ 3 ოჯახი გადასახლდა, დანარჩენები დავრჩით. სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, იქ ცხოვრება შეუძლებელი იქნება, რადგან მდინარეში ნალექები ჩავა და ჩვენ ყველას დიდი საშიშროება გველის, _ ამბობს ანთაძე.

ზოტელები ეჭვობენ, რომ ოქროს მოპოვების სამუშაოებისთვის მათ ნაკვეთებსაც გამოიყენებენ, რომლებიც ოფიციალურად აქვთ ნაყიდი და დაკანონებული. ამ დრომდე არავინ იცის, კონკრეტულად რა ტერიტორიაზე იმუშავებენ ძვირფასი ლითონის მომპოვებლები.

_ ეკოლოგიური თვალსაზრისით დიდი საფრთხე გველის. გვიმტკიცებენ, რომ მხოლოდ საძიებო სამუშაოებს იწყებენ. ვერც ამის უფლებას მივცემთ მანამ, სანამ თავს არ დავიზღვევთ. მოიყვანოს ხელისუფლებამ გეოლოგები, გააკეთონ დასკვნები, დაგვიმტკიცონ, რომ საფრთხე არ გვემუქრება და კი, ბატონო. სკოლას და ბაღს გაგიკეთებთო _ რად გვინდა სკოლა და ბაღი, თუ ბავშვები არ იქნებიან? _ ამბობს ინუს ბერიძე.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურისა და ოზურგეთის ბაზრის 70% კარტოფილითა და ყველით, სწორედ ზოტიდან მარაგდება. სოფელში ამ დრომდე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავდათ. ზოტელების თქმით, სამუშაოების დაწყების და გარემოს დაბინძურების შემდეგ, საფრთხე მხოლოდ ზოტელებს არ დაემუქრებათ: _ ჩოხატაურის და ოზურგეთის ბაზარი კარტოფილით და ყველით სწორედ ჩვენგან მარაგდება. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოგვყავს, ბევრს ვმუშაობთ. ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს საშუალება ვცხოვრობდეთ სუფთა და უსაფრთხო გარემოში, თუმცა, არ ვიცით, აწი რა იქნება. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, როგორ ხდება ოქროს მოპოვება. როცა კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ვთხოვეთ, რამდენიმე ადამიანი წაეყვანათ და ეჩვენებინათ, როგორ მუშაობენ, იცავენ თუ არა უსაფრთხოების ნორმებს. ყველას ეშინია, რადგან კარგად ვიცით კაზრეთის მაგალითი. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ კაზრეთელთან გვქონდა საუბარი, რომელმაც იმ დეტალებზე მოგვითხრო, რაც მათთან ოქროს მოპოვებისას ხდება. არ გვინდა ჩვენც იგივე დაგვემართოს _ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ამ ეტაპზე იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება დაგვეხმარება და არ დაუშვებს, რომ სოფელს, სადაც თითქმის 1 000 ადამიანი ცხოვრობს, საფრთხე დაემუქროს, _ გვითხრა ომარ ანთაძემ.

ზოტში ამბობენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ წავლენ, რომ ტყეები, საბადოები და სხვა ყველაფერი ხალხის ჩათვლით ხელისუფლებას ეკუთვნის (თუმცა, ყველაფერი პირიქითაა _ ხალხს ეკუთვნის ტყეები, საბადოები, ხელისუფლებაც ხალხის კუთვნილებაა და არა _ პირიქით, რადგან სწორედ ხალხი ქირაობს ხელისუფლებას, რომ მას კარგად მოემსახუროს. ავტ) და მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ოჯახების და მომავლის საფრთხეში ჩაგდების უფლებას არავის მისცემენ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამის შესახებ სრულფასოვანი ანგარიში უნდა მომზადდეს და მხოლოდ შემდეგ არის შესაძლებელი სამუშაოების დაწყება: _ საქართველოში, როგორც ზოგადად საწარმოო საქმიანობისას, ასევე განსაკუთრებით წიაღისეული მოპოვების სფეროში, გამოიყენება მოძველებული ტექნოლოგიები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ბუნებას, ადამიანის საარსებო გარემოს, შესაბამისად, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია, თუნდაც კაზრეთში _ ოქროს, ჭიათურაში _ მანგანუმის და ლუხუმში დარიშხანის მოპოვება. გარემოსათვის ზიანის მომტანია, როგორც თავად მოპოვების მეთოდიკა, ასევე შემდგომ დამუშავება. მაგალითად, კაზრეთის მადნეულის შემთხვევაში, გარემო აქტიურად ბინძურდება ნატრიუმის ციანიდით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მომწამლავი ნივთიერება, _ ამბობს ჩვენთან საუბარში “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” თანათავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი, _ თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ დანაშაულებრივ-კორუფციულ პრაქტიკას, რომლის შედეგადაც მომპოვებელ ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებს არ სთხოვენ ტექნოლოგიების თანამედროვე სტანდარტებამდე მიყვანას და არც პასუხს მიყენებული ზიანისთვის; ასევე; თუ გავიხსენებთ ამა წლის 20 მარტს “გარემოს დაცვის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ინვესტორს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან შეუძლია შეთანხმების დადება, რომლის მიხედვითაც გადახდილი თანხის სანაცვლოდ, ეძლევა უფლება დაარღვიოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ნებისმიერი მოთხოვნა, მაშინ ზოტის მომავალი, მართლაც სერიოზულ შეშფოთების მიზეზს იძლევა.

საზოგადოების, ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდამცველების მხრიდან სათანადო აქტიურობის გარეშე, ზოტი, მაღალი ალბათობით, ისეთივე ეკოლოგიური უბედურების ზონად გადაიქცევა, როგორც კაზრეთი. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება, თუკი ხმები ურანის არსებობის შესახებ დადასტურდა. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, რომ მადნეულის, მათ შორის, ოქროსა და დარიშხანის მოპოვების სფეროში ჩართულია რუსულ-ქართული უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციული ინტერესები. მაგალითად, კაზრეთის მადნეულის შემთხვევაში საუბარია დეპუტატ კობა ნაყოფიაზე და მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიაზე. უკანასკნელ პერიოდში ასევე იქნა მიღებული ახალი კანონი “ბირთვული და რადაიციული უსაფრთხოების შესახებ”, რომელიც აღარ კრძალავს ბირთვული და რადიაციული მასალების რეექსპორტს.

ყოველივე ნათქვამიდან გამომდინარე, აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასების სრულფასოვანი ანგარიშის მომზადება, რომლის განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს ყველა დაინტერესებულ პირს _ როგორც მოსახლეობას, ასევე ექსპერტებსა და არასამთავრობოებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბრის დაწყება წიაღისეულის მოპოვების და მისი დამუშავების დაწყებისთვის ნებართვის გაცემაზე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

07:02; 22 თებერვალი, 2021

ერთი სხდომის ორი ოქმი _ ასე ყალბდება დოკუმენტები

პასქის ფესტივალი

ყველა სიახლე

სამართალი

“უკანონო თანხების ინვესტირება უძრავ ქონებაში, მათ შორის ლანჩხუთში” – ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

11:20; 9.12.2023
მსოფლიო

უკრაინის პირველი ლედი: დახმარების გარეშე სიკვდილი გვემუქრება

10:32; 9.12.2023
მსოფლიო

ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ შეთახმდნენ

10:18; 9.12.2023
მსოფლიო

რუსეთში საახალწლო ხარჯებს ამცირებენ

10:06; 9.12.2023
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

3:04; 9.12.2023
სამართალი

უმძიმესი დანაშაული ციხისძირში _ დაკავებული არიან თურქეთის მოქალაქეები

2:24; 9.12.2023
ფინანსები

რამდენ ლარს შეადგენს 1 აშშ დოლარისა და ევროს ღირებულება

1:57; 9.12.2023
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:06; 8.12.2023
საზოგადოება

როგორია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში და რა იგეგმება მის გასაუმჯობესებლად

22:16; 8.12.2023
საზოგადოება

შემოქმედში ე.წ. ფაბრიკის ბინების დემონტაჟი იგეგმება, იქ მცხოვრები კი ფულად დახმარებას მიიღებენ

22:06; 8.12.2023
საზოგადოება

სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა

21:01; 8.12.2023
ფეისბუქსტატუსები

“ვგმობ”- სალომე ზურაბიშვილი ბაბის მხარს უჭერს

20:38; 8.12.2023
საზოგადოება

“მართლა ძალიან ცუდადაა საქმე… მინისტრო, თქვენ მილიონები გაქვთ, მე – ბანკის ვალი”

19:28; 8.12.2023
სამართალი

სამტრედიაში ავარიის შედეგად 10 მგზავრი დაშავდა

18:04; 8.12.2023
საზოგადოება

რა განიხილეს კატასტროფების რისკის მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრისას

18:01; 8.12.2023

დღის ფოტო

დღის ფოტო

ისევ გურია “გურია ნიუსთან” ერთად

12:47; 23.11.2023
0

გომისმთაზე ბარაქიანად თოვს

13:16; 17.11.2023

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვგმობ”- სალომე ზურაბიშვილი ბაბის მხარს უჭერს

20:38; 8.12.2023
0

მელია არ არის მეგალომანიაკი და მორჩა… _ რას წერს ქეთევან ენუქიძე

17:20; 7.12.2023
გურია ნიუსი

[email protected]
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2023 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო