ვიდეოთამაშები ბავშვების ინტელექტუალურ და სოციალურ უნარებს აუმჯობესებს. აღნიშნულ ინფორმაციას INDEPENDENT სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, ბავშვებს, რომლებიც ვიდეო თამაშებს თამაშობენ უკეთესი ინტელექტუალური და სოციალური უნარები აქვთ, ვიდრე მათ თანატოლებს, რომლებიც არ თამაშობენ.
როგორც ცნობილია, კვლევა კოლუმბიის უნივერსიტეტის და ნიუ-იორკის მაილმანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ ჩაატარა.
როგორც ცნობილია, კვლევა ევროპის მასშტაბით ექვსიდან თერთმეტ წლამდე ასაკის ათასობით ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეო თამაშების გავლენა ხშირად შეშფოთების მიზეზი ხდება, თუმცა მკვლევარების აღმოჩენით, თამაშსა და ბავშვის ფსიქიკურ პრობლემებს შორის კავშირი არ არსებობს.