ქალაქ ოზურგეთში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა, მიმდინარეობს აბონენტების ახალ ქსელზე დაერთების პროცესი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ქსელი სრულად შეიცვლება.
ვინაიდან სისტემის განახლების შემდეგ წყლის ხარისხთან ერთად გაუმჯობესდება და მოიმატებს წყლის მოწოდების სიმძლავრე და წნევა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბონენტებს მოუწოდებს შეამოწმონ და საჭიროების შემთხვევაში განაახლონ სახლში არსებული წყლის მილების სისტემა, რათა აღნიშნული სისტემა შესაბამისობაში იყოს წყლის მოწოდების სიმძლავრესთან და თავიდან იქნეს აცილებული შიდა ქსელში მოძველებული მილების გამო წყლის გაჟონვის შემთხვევები.
(R)