მადრიდის "რეალის"ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ახლო წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონის კლუბ "როდეზ ავერიონის" აქციონერი გახდა.
ზიდანთან ერთად კლუბის აქციების მფლობელი კიდევ ერთი ფრანგი ექსფეხბურთელი – ოლივიე დაკურია.
საინტერესოა რომ ფრანგულ მასმედიასთან საუბარში ზიდანი არ გამორიცხავს, რომ მომავალში საფრანგეთის ნაკრებს გაწვრთნის.
ვარსკვლავის მტკიცებით, მისი ოცნებაა "სამფეროვნები" რომელიმე დიდ საფეხბურთო ფორუმზე ათამაშოს.