დღეს ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ გავრცელების ფაქტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმაურება. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ხიდაშელი, თეა წულუკიანის მსგავსად, უარს აცხადებს იმ საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობაზე, რომლებმაც ვიდეოკადრები გაავრცელეს.
"სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით მორიგ ჯერზე.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედების მიუღებლობა და შეურიგებლობა. პროტესტი უნდა იყოს ქმედითი.
თავდაცვის სამინისტრო და ყველა ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტი წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას.
არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ!"- წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქის გვერდზე.