სააგენტო "ინტერპრესსნიუსი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ინფორმაციას თან არ ახლდა არც ვიდეომასალა და არც მასზე გადასასვლელი ბმული, დასახელებული იყო ვიდეოს სახელწოდება, რაც საშუალებას იძლეოდა მომხდარიყო პირის იდენტიფიცირება. სააგენტო აცნობიერებს მის მიერ დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს იხდის.
"ინტერპრესნიუსისთვის" მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ტიპის მასალის გავრცელება და ტირაჟირება და იმედოვნებს, რომ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები დროულ რეაგირებას მოახდენენ."-ნათქვამია განცხადებაში.