ცოტა ხნის წინ რომის პაპმა ფრანცისკემ, პერსონალური სუნამო შეუკვეთა.
იტალიელი პარფიუმერი სილვანა კაზოლი, რომელიც მადონასთვის, სტინგის და ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველისთვის მუშაობდა სუნამოების არომატებზე, ახლა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის სუნამოს შექმნაზე მუშაობს.
უცნობია, თუ რა შემადგენლობის იქნება პაპის სუნამო, თუმცა, ცნობილია, რომ პარფიუმერი სხვადასხვა ხისა და ბალახის ნაზავს გამოიყენებს.
კაზოლის თქმით, არ მოხდება პაპის სუნამოს ტირაჟირება და ის თავისი შემადგენლობით ის უნიკალური იქნება.