ევროპასთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ აიღო ვალდებულება რომ გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დონე და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, როგორც მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ელემენტი.
უყურეთ გადაცემას და გაიგეთ როგორია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკა, პროგრამა, სტრატეგია. რას არეგულირებს კანონი და რა რჩევები აქვთ ექსპერტებს.
რა ხდება კვების ობიექტებში, ვინ და რა სიხშირით ამოწმებს კვების ობიექტებს საბავშვო ბაღის სამზარეულოებს, სკოლის ბუფეტებს.
ვინ არის პასუხისმგებელი პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა თავი მავნე პროდუქტისგან.