დღეს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა. ვიდეოს მინაწერიც ახლავს, რომლის თანახმადაც ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას ასახავს.
ვიდეოს გამავრცელებელი აანონსებს, რომ პირადი ცხოვრების ამასახველ მასალებს კვლავ გამოქვეყნდება და პოლიტიკოსების გარდა, საზოგადოება ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებსაც იხილავს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, პარასკევსაც გამოქვეყნდა და გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რომელიც პირადი საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებას ეხება.
"გურია ნიუსის" რედაქცია მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, რომლის მოვალეობაა დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოში, ერთხელ მაინც, ბოლომდე და სრულფასოვნად გამოძიონ, მოიკვლიონ ამგვარი ფაქტები და რაც მთავარია, კანონის შესაბამისად დასაჯონ დამნაშავეები!