CNN-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ ტერორიზმს დააჩოქებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში კვირას მომხდარი ტერაქტის შემდეგ გააკეთა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ტერორისტულმა ორგანიზაციებმა უდანაშაულო მოქალაქეები მიზანში მას შემდეგ ამოიღეს, რაც ქვეყნის უსაფრთხოების ძალებთან ბრძოლას აგებენ.
"ტერორისტული ორგანიზაციები და მათი პაიკები ორიენტირებულები არიან უდანაშაულო მოქალაქეებზე, რაც ყველაზე ამორალური და უგულო გზაა, მას შემდეგ რაც ისინი ჩვენი უსაფრთხოების ძალებთან ბრძოლაში მარცხდებიან,"_განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო მედგრად იბრძოლებს.
"ტერაქტების მიზანია გაანადგუროს თურქეთის ერთობა და ჩვენი ხალხის სოლიდარობა, მაგრამ თურქეთი არ შეწყვეტს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას,"_განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, ანკარაში კვირას მომხდარი ტერაქტის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაღუპულებს შორის ორი თავდამსხმელია.