რამდენიმე დღის წინ მიუნჰენის "ბაიერნისა"და გერმანიის ეროვნული გუნდის წევრი, 32 წლის ფილიპ ლამი თანამემამულე ჟურნალისტებს ესაუბრა.
ფილიპ ლამი მიიჩნევს, რომ "ცისფერმა" ფეხბურთელებმა თავი უნდა აარიდონ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის საჯარო აღიარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში აღიარებამ შესაძლოა, მათ კარიერაზე უარყოფითად იმოქმედოს და პირად ცხოვრებაშიც პრობლემები შეექმნათ.
ლამმა მაგალითად ინგლისელი ფეხბურთელი ჯასტინ ფაშანუ მოიყვანა, რომელმაც 1998 წელს აღიარა "ცისფერობა". მას შემდეგ ფაშანუზე სხვადასხვა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა, რასაც ვეღარ გაუძლო ფეხბურთელმა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.