"ბიზნესკონტაქტის" და "საქმიანი დილის" შემოქმედებითი ჯგუფის შემდეგ, შპს "სტუდია მაესტროს" სხვა თანამშრომლებიც ტოვებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად "მაესტრო" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, არხი უკვე დატოვა გადაცემების "1 წუთი"-ს და "სლოტ ანალიზის" შემოქმედებითმა ჯგუფმა, ასევე ფინანსური და იურიდიული სამსახურების სრულმა შემადგენლობამ და მარკეტინგის დეპარტამენტის დიდმა ნაწილმა.
"მათ უკვე მიაწოდეს ლევან გაჩეჩილაძეს ინფორმაცია, რომ პირველი აპრილიდან შპს "სტუდია მაესტროსთან" თანამშრომლობას აღარ აპირებენ", _ აცხადებენ მაესტროში.