თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მერჩანტები (მეწარმეები) დღეიდან გადახდის ყველაზე სწრაფი, ინოვაციური და კომფორტული სისტემით ისარგებლებენ.
მობილური ტერმინალი მცირე ზომის, თანამედროვე ფუნქციონალის მქონე მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც გადახდა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათით, მათ შორის უკონტაქტო ბარათითაც მარტივადაა შესაძლებელი.
მობილური ტერმინალი ციფრულ ტექნოლოგიებზე მომუშავე ინოვაციური პროდუქტია,რომელიც განკუთვნილია ფართო ბიზნესსეგმენტისთვის: კაფე-ბარებისთვის, სილამაზის სალონებისთვის, მარკეტებისთვის, სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, საკურიერო მომსახურებისთვის, ავტოსამრეცხაოებისთვის, გარე მოვაჭრე ჯიხურებისთვის და სხვა ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის.
პროდუქტის უპირატესობებია:
გადახდა უფრო სწრაფია, ვიდრე ტრადიციული პოსტერმინალების გამოყენებისას. ქვითრის მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
მოწყობილობა არის პატარა ზომის და მისი ტარება ან განთავსება უფრო მარტივი და მოსახერხებელია.
მობილურ ტერმინალს აქვს ონლაინ რეპორტინგის სისტემა. კომპანიას საშუალება აქვს, ვებ-პორტალის მეშვეობით შექმნას ტრანზაქციების ისტორია, აწარმოოს გაყიდვების სტატისტიკა, ამოიღოს ამონაწერი და სხვა.
მობილური ბარათის წამკითხველები კომპანიებს თიბისი ბანკისგან უფასოდ გადაეცემათ.
მომავალში თიბისი ბანკი მობილურ ტერმინალს რამდენიმე ახალ ფუნქციასაც შემატებს.
ინოვაციური გადახდის სერვისი თიბისი ბანკმა სტრატეგიული პარტნიორის, საგადამხდელო სისტემა "Visa International"-ის მხარდაჭერით დანერგა. თიბისი ბანკი გადახდის ტექნოლოგიურ ინოვაციას საერთაშორისო კომპანია GoSwiff-თან ერთად ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თიბისი ბანკის ვებგვერდს: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mpos
(R)