პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო კადრების ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება რეჟისორი ქეთი დოლიძე და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხზე ღიად საუბრობენ გაჩუმებას ურჩევს:
_ ყველაზე ამაზრზენია ეს გაუთავებელი კომენტარები და გარჩევები. ამ ამაზრზენი კომპანიის მსხვერპლს სწორედ ისინი არ უფრთხილდებიან და იყენებენ თავისი პოპულისტური ხავილისთვის, იმის მაგივრად, რომ ენა ჩაიგდონ და აღარ არჩიონ ეს ფაქტი საჯაროდ!
ამაზე არ გიფიქრიათ? და ის დავიჯერო, რომ თვითონ რომ მაღალზე მაღალი ხელფასი გაქვს, შენ გეცოდება სირია და თურქეთის ტერაქტის მსხვერპლნი?
გაათავეთ ეს საზიზღარი პოპულიზმი! გინდათ გამოიკვლიოთ? ამას ამდენი წივილი რად ჭირდება ღია ეთერში!!!! მიდით და გამოიკვლიეთ!
ბაზრობაზე მდგარი და კრედიტის გადამხდელები გიგლეჯენ გულს? გაუყავით თქვენი ხელფასი და მორჩით ამ წივილ-კივილს… არავის თქვენი კივილის არ ეშინია!!!! მორჩა! _ წერს დოლიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.