პლანეტის უმდიდრესმა ჰონკონგელმა ბიზნესმენმა ლი შაუ-კიმ, რომლის კაპიტალი "ფორბსის" ვერსიით, 19 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, მეექვსე შვილიშვილის გაჩენასთან დაკავშირებით, თავისი კომპანიის მუშაკებს ბონუსის სახით, საერთო ჯამში, 2 მილიონი დოლარის პრემიები დაურიგა.
ბიზნესმენის წარმომადგენლის თქმით, პრემიას კომპანიის 1 500 თანამშრომელი მიიღებს და ყოველ მათგანს 1 285 დოლარი შეხვდება.
დეველოპერული კომპანია "ჰენდერსონ ლენდ დეველოპმენტის" მფლობელი ლი შაუ-კისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის ასე აღნიშნავს შვილიშვილის დაბადებას.
სამი წლის წინ მან ათიათასიანი ბონუსები გადაუხადა თავის თანამშრომლებს, იმის აღსანიშნავად, რომ უფროს ვაჟს – პიტერს სუროგატმა დედამ სამი ტყუპისცალი გაუჩინა.