ამ წუთებში უნივერსიტეტის ეზოში ორი აქცია იმართება. ერთ აქციას მართავენ თვითმმართველობის წევრები, ხოლო მეორეს "აუდიტორია 115" და მათი მხარდამჭერები. თვითმართველობის მოთხოვნაა, გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა.
როგორც "გურია ნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მათ გადადგომისთვის რექტორს 1 საათი მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შიმშილობის დაწყებას აპირებენ.
რაც შეეხება მეორე აქციის მონაწილეებს, ისინი ითხოვენ თანამდებობაზე დარჩეს პაპავა და მოხდეს უნივერსიტეტის თვითმართველობის რეორგანიზაცია.
რამდენიმე წუთის წინ აქციაზე მყოფ სტუდენტებს სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ მიმართა. მან განაცხადა, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პროვოკატორები იმყოფებიან და მოუწოდა სტუდენტებს სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციას არ აყვნენ.
უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის და დაცვის თანამშრომლები არიან მობილიზებული.