თსუ-ს რექტორის, ლადო პაპავას განცხადებით, მისი პოზიცია ურყევია და გადადგომას არ აპირებს.
"ჩემი პოზიცია ურყევია. უნივერსიტეტი საკმაოდ რთულ ვითარებაშია და რექტორის გადადგომა კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას. დარწმუნებული ვარ, იმ სტუდენტებს, რომლებიც ჩემი გადადგომის მოთხოვნას აყენებენ, უნივერსიტეტი ძალიან უყვართ და მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რაც უნივერსიტეტს სტაბილურობას მოუტანს. მზად ვარ დიალოგის გაგრძელებისთვის,"_ აღნიშნა პაპავამ.
რაც შეეხება შიმშილობას, რექტორმა როგორც სტუდენტებს, ისე პროფესორებს მოუწოდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და ნუ მიმართავენ უკიდურეს ზომას.