თსუ-ს რექტორის განცხადებით, საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი, ილია მეორე სტუდენტების მდგომარეობით და უნივერასიტეტში შექმნილი ვითარებით დაინტერესდა.
როგორც "გურია ნიუსის" კორტესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამის შესახებ პაპავამ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.
"ეს შეხვედრა მოეწყო მისი უწმინდესობის თხოვნით. ეს იყო ძალიან თბილი საუბარი. მას აინტერესებდა, ჩემგან გაეგო კონკრეტულად რა ხდება უნივერსიტეტში. როგორ განვითარდა სიტუაცია და დღეს რა მდგომარეობაა. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის დამოკიდებულებას უნივერსიტეტისადმი, სტაბილურობისადმი, სტუდენტებისადმი. შეხვედრაზე ითქვა, რომ ახლა არის მძიმე მარხვის კვირა და პატრიარქის რჩევაა, სტუდენტებმა ილოცონ,"_აღნიშნა პაპავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.