ეკვადორში, ამაზონის რეგიონში, ჯუნგლებში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 22 მგზავრი დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, თვითმფრინავში 19 ჯარისკაცი, ორი პილოტი და ერთი მექანიკოსი იმყოფებოდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.